მარიამ კობიაშვილმა პროექტის

მარიამ კობიაშვილმა პროექტის "საქართველოს სტუდენტების ეთნოსთაშორისი ურთიერთობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა" ფარგლებში გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

: 2026-01-22
: სიახლეები
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა, მარიამ კობიაშვილმა პროექტის  "საქართველოს სტუდენტების ეთნოსთაშორისი ურთიერთობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა" ფარგლებში გამართულ შეხვედრაში  მიიღო მონაწილეობა. შეხვედრა ჩატარდა თემაზე - ,,ეთნიკური მრავალფეროვნება საქართველოში -  ისტორიული და თანამედროვე რაკურსი".

სიტყვით გამოსვლისას მარიამ კობიაშვილმა ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის მიმართულებით ჟვანიას სკოლის როლზე ისაუბრა. მისი თქმით,  სკოლა არა მხოლოდ ასწავლის სახელმწიფო ენას, არამედ მუდმივად ცდილობს ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების საზოგადოებრივ პროცესებში აქტიური ჩართულობის ხელშეწყობას. 

შეხვედრას სხვადასხვა უნივერსიტეტის   ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტები ესწრებოდნენ, რომლებმაც თავიანთი ეთნოსისა და საქართველოში მათი ისტორიის შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს.

აღნიშნული შეხვედრა ა(ა)იპ „ახალი თაობა პროგრესისთვის" ორგანიზებითა და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება.