ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი, დავით გიორგაძე უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში დავით გიორგაძე ლუდოვიკას უნივერსიტეტის სამართალდამცავ საკითხთა ფაკულტეტის დეკანს, გაბორ კოვაჩს შეხვდა.
სკოლის დირექტორმა დეკანს ზურაბ ჟვანიას სახე ლობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის საქმიანობა და სამომავლო გეგმები გააცნო. თავის მხრივ, გაბორ კოვაჩმა სკოლასთან პარტნიორობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა და სკოლის მიმდინარე საქმიანობა დადებითად შეაფასა.
მხარეებმა საჯარო მართვისა და ადმინისტრირების მიმართულებით ერთობლივი პროექტებისა და სასწავლო პროგრამების განახორციელების პერსპექტივა განიხილეს, რაც საჯარო სექტორში კვალიფიციური კადრების გადამზადებას შეუწყობს ხელს.
შეგახსენებთ, რომ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასა და საჯარო მმართველობის ლუდოვიკას უნივერსიტეტს შორის 2024 წელს ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.