საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ქვემო ქართლის რეგიონში მასწავლებლებსა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ქვემო ქართლის რეგიონში მასწავლებლებსა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.

: 2025-12-27
: სიახლეები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ქვემო ქართლის რეგიონში მასწავლებლებსა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.  შეხვედრაში მონაწილეობა ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა, დავით გიორგაძემ მიიღო.

დავით გიორგაძემ ბოლნისის, დმანისის, მარნეულის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტის მასწავლებლებს, სკოლის დირექტორებსა და მშობლებს ჟვანიას სკოლის საქმიანობა და სახელმწიფო  ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამა გააცნო. საუბრისას მან პროგრამის ხელმისაწვდომობასა და მიღწეულ შედეგებზე გაამახვილა ყურადღება. 

შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში ილია ჯალაღანია,  ბოლნისის მერი ზამურ ჭითანავა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე  ესწრებოდნენ.