დავით გიორგაძემ გასვლით სამუშაო შეხვედრაში - „ახალგაზრდებისთვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობა“ - მიიღო მონაწილეობა.

დავით გიორგაძემ გასვლით სამუშაო შეხვედრაში - „ახალგაზრდებისთვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობა“ - მიიღო მონაწილეობა.

: 2025-12-22
: სიახლეები
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა, დავით გიორგაძემ გასვლით სამუშაო შეხვედრაში - „ახალგაზრდებისთვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობა" - მიიღო მონაწილეობა.

აღნიშნულ შეხვედრას სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე დავით გიორგაძემ სტუდენტებს სკოლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო გეგმები გააცნო. საუბრისას მან სახელმწიფო ენის პოპულარიზაციაში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. დისკუსიის ფარგლებში სკოლის დირექტორმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა და მათი პოზიციები მოისმინა.

აღნიშნული შეხვედრა ა(ა)იპ „ახალი თაობა პროგრესისთვის" პროექტის: „საქართველოს სტუდენტების ეთნოსთაშორისი ურთიერთობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა" ფარგლებში იმართება, რომელიც სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება.