სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ ახალი სასწავლო კურსი შეიმუშავა, რომელიც პროექტის „უნარების განვითარების გზით საქართველოში ეთნიკური უმცირესობების ქალთა დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა" ფარგლებში, ხორციელდება.
ახალი სასწავლო კურსი ,,დარგობრივი ენის კურსი IT ტექნოლოგიების, ვებდიზაინისა და გრაფიკული დიზაინის მიმართულებით" მიზნად ისახავს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალების აღნიშნული სფეროებით დაინტერესებას. კურსი ხელს უწყობს ამ მიმართულებებში არსებული სერვისების, საგანმანათლებლო პროგრამებისა და დასაქმების შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, ტექნიკური სფეროსთვის დამახასიათებელი ლექსიკის დაუფლებასა და პრაქტიკული უნარების განვითარებას.
აღნიშნული ინიციატივა, რომელიც იუნესკოს (UNESCO) დაფინანსებით ხორციელდება, თავის მხრივ, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალების ერთიან საზოგადოებრივ სივრცეში ინტეგრაციასა და მათ თვითრეალიზაციას შეუწყობს ხელს.