პროფესიული წინსვლის კიდევ ერთი მაგალითი

პროფესიული წინსვლის კიდევ ერთი მაგალითი

: 2017-05-05
: ბლოგი

არსებობს საქმიანობის სფეროები და კონკრეტული საკითხები, რომლებიც საუნივერსიტეტო განათლების მიღმა, ზედმიწევნით ცოდნასა და სპეციალურ გადამზადებას საჭიროებს. შესაბამისად, მხოლოდ თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება არ არის საკმარისი სამსახურებრივი დავალებების ჯეროვნად შესასრულებლად, განსაკუთრებით, როდესაც იხარჯება სახელმწიფოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური რესურსები და იზრდება სამსახურებრივი პასუხისმგებლობა. სახელმწიფო შესყიდვები და მათი მონიტორინგი - ეს ის საკითხებია, რომლებიც ხშირად სახელდება, როგორც ერთ-ერთი საკვანძო საჯარო მოსამსახურეთა მიერ.

,,პროფესიით ფინანსისტი ვარ. უნივერსიტეტში მიღებულმა განათლებამ საშუალება მომცა, თეორიული ცოდნა მიმეღო. თუმცა, ნებისმიერი პრაქტიკოსი დამეთანხმება, რომ სამუშაოს შესრულებისას არანაკლებ მნიშვნელოვანია კონკრეტული მაგალითების გაზიარება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება,’’ - განაცხადა ბატონმა ბექა ღარიბაშვილმა. მან ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დარგობრივი კურსი ,,საჯარო ფინანსების მართვა და შიდა აუდიტი" წარმატებით გაიარა 2014 წელს.

,,პირველ რიგში მინდა მივულოცო საჯარო მოხელეებს რადგან სკოლა სთავაზობს საინტერესო და ინფორმაციულ სასწავლო პროგრამებს, რომლებიც დაფუძნებულია თანამედროვე მეთოდოლოგიაზე. აღნიშნული კი სასწავლო პროცესს ხდის უფრო შემეცნებითს. პირადი გამოცდილებით ვიტყოდი, რომ სკოლამ პირდაპირი გავლენა მოახდინა ჩემს შემდგომ სამსახურებრივ წინსვლაზე. ეს კი მიუთითებს სკოლის პრესტიჟსა და პოპულარობაზე საჯარო მოსამსახურეებს შორის. სასწავლო კურსის მსვლელობისას მას დუშეთის მუნიციპალიტეტში საჯარო მოხელეთა საატესტაციო კომისიის მდივნის თანამდებობა ეკავა. აღნიშნული პროგრამის დასრულების შემდეგ მან გადაინაცვლა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილის თანამდებობაზე და დღემდე აგრძელებს მუშაობას საჯარო ფინანსებისა და შესყიდვების სფეროს მიმართულებით.

ყოველი წარმატებული ისტორია სკოლის საქმიანობის წარმატებაზე მიუთითებს, რაც ეხმიანება სასწავლო დაწესებულების გაცხადებულ მისიასა და მიზნებს.