ყაზბეგის მუნიციპალიტეტის წარმატებული თანამშრომელი

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის წარმატებული თანამშრომელი

: 2017-06-06
: ბლოგი

ლია ქუშაშვილი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსად 2015 წელს დაინიშნა და დღემდე წარმატებით აგრძელებს მუშაობას. თუმცა იქამდე მას ამავე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის სამსახურის სპეციალისტის თანამდებობა ეკავა, რომლის ძირითად სამსახურებრივ მოვალეობას საარქივო მასალებთან მუშაობა, კერძოდ: მათი მოწესრიგება, შენახვა, აღრიცხვა და დოკუმენტაციის კონტროლი ევალებოდა.

ყოველდღიურად მას უწევდა მენეჯმენტისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხების მოგვარება, ამასთანავე, დაინტერესებული იყო სახელმწიფო შესყიდვებისა და აუდიტის სიღრმისეული შესწავლით, რისი შესაძლებლობაც მას სკოლის სასწავლო კურსმა მისცა.

2014 წელს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების პროგრამის დარგობრივი კურსის ,,საჯარო ორგანიზაციების მართვა" წარმატებით დასრულების შემდეგ მას ამავე მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის თანამდებობა შესთავაზეს. ამჟამად მისი სამსახურებრივი მოვალეობები მოიცავს როგორც მენეჯმენტის, ასევე სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საკითხების მართვასა და რეგულირებას.

,,ტრენერთა მაღალი პასუხისმგებლობა, პროფესიონალიზმი სასწავლო პროცესის დინამიკური ხასიათი და სამუშაო დღის ხანგრძლივობა ქმნიდა საინტერესო გარემოს პრაქტიკული მუშაობისთვის. სკოლის სასწავლო პროგრამები პოპულარობით სარგებლობს საჯარო მოსამსახურეებს შორის, რადგან მათ საჭიროებასა და მოთხოვნებზეა მორგებული. სწორედ ეს ქმნის აღნიშნულ კურსებს საინტერესოს და აუცილებელს ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც პროფესიული წინსვლითაა დაინტერესებული. მომავალში ვისურვებდი ,,სახელმწიფო შესყიდვების" შესახებ სასწავლო კურსის გავლას - აცხადებს ლია ქუშაშვილი.

მიმდინარე წლის ივლისში ლია ქუშაშვილი მიწვეული იყო ჟვანიას სკოლაში უკვე სპიკერის სტატუსით, სადაც მან წაიკითხა საჯარო ლექცია 2016 წლის მეორე ნაკადის მსმენელებისათვის.

საჯარო ლექციაზე ლია ქუშაშვილმა მსმენელებს გაუზიარა მისი პროფესიული გამოცდილება სკოლამდე და სკოლის შემდგომ პერიოდში, როგორც წარმატებული საქმიანობის მაგალითი. მან ისაუბრა სასწავლო კურსის დროს მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნის შესახებ, რომელიც წარმატებით განახორციელა შემდგომში უკვე პროფესიულ საქმიანობაში და რამაც ფაქტიურად განაპირობა მისი შემდგომი სამსახურებრივი წინსვლა და წარმატება.

,,მოხარული ვიქნებოდი, თუ მომავალშიც შევძლებდი სკოლის სხვა დარგობრივი კურსის გავლას. ამასთანავე, მზად ვარ, საკუთარი წვლილი შევიტანო სკოლის საქმიანობაში და საჯარო ლექციების დროს სკოლის მსმენელებს ჩემი პროფესიული გამოცდილება გავუზიარო,’’ - განაცხადა ლია ქუშაშვილმა.

სკოლის სასწავლო პროგრამებისა და დარგობრივი კურსებისადმი მსმენელთა მზარდი ინტერესი, სურვილი და მოტივაცია სკოლაში განმეორებით სწავლის გაგრძელებისა უდაოდ მეტყველებს სკოლის წარმატებულ საქმიანობასა და პრესტიჟზე.