სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

A2 დონე (ენის საფუძვლები)


მსმენელმა შეისწავლოს ქართული ენის საფუძვლები - „ენების სწავლის, სწავლების და შეფასების ერთიანი ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს“ მიხედვით,  A2  დონეზე, შეძლოს: 

  • ძირითადი გრამატიკული ცნებებისა და კატეგორიების გაცნობიერება, რაც  გაუადვილებს მსმენელს სწორად წერასა და მეტყველებას;
  • ყოველდღიურ ცხოვრებასა და პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული  მარტივი ტექსტების ადეკვატურად გაგება;
  • მოკლე ტექსტების, მათ შორის მარტივი განცხადებისა და წერილის დაწერა; 
  • პირადი/ზოგადი ხასიათის / ყოველდღიურობასთან დაკავშირებული ინფორმაციის  განთავსება სოც. ქსელში;
  • ნაცნობ სიტუაციურ დიალოგებში ჩართვა და საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა;
  • ყოველდღიურ პრაქტიკულ საკითხებზე მარტივად მსჯელობა;
  • რაიმე მოვლენის, ფაქტის შესახებ პოზიციის გამოხატვა.

სწავლების დამთავრების შემდეგ მსმენელი შეძლებს:

  • ცალკეული წინადადებებისა და ხშირად ხმარებული გამოთქმების (რომლებიც დაკავშირებულია ცხოვრებისა და პროფესიული საქმიანობის ძირითად სფეროებთან) გაგებას;
  • მარტივი, კონკრეტული, ადვილად მისახვედრი ინფორმაციის პოვნას: სტატიებში, რეკლამაში, განრიგებში;
  • ნაცნობ ან საყოფაცხოვრებო თემებზე ინფორმაციის გაცვლასთან დაკავშირებული ამოცანების გადაწყვეტას;
  • მარტივი გამოთქმებით საკუთარ თავზე, სხვებზე და გარემოზე ლაპარაკს;
  • ყოველდღიური ცხოვრებისა და საკუთარი პროფესიული საქმიანობის ძირითადი ასპექტების აღწერას;
  • მეტყველებაში ნაცნობი ფრაზებისა და გამოთქმების (რომლებიც საჭიროა კონკრეტული საქმის შესასრულებლად) გამოყენებას;
  • სტანდარტული ფრაზებით ჩაერთოს ოფიციალურ მსჯელობაში ნაცნობი თემატიკის განხილვის დროს; 
  • ნაცნობი თემების შესახებ მარტივი ტექსტების შედგენას, საკუთარი აზრის წერილობით ჩამოყალიბებას, მოვლენის აღწერას, საუბრებში მონაწილეობის მიღებას, შეკითხვების დასმას;
  • მოკლე შეტყობინებებისა და ბარათების წერას, მარტივი ოფიციალური დოკუმენტის შედგენას.

სწავლა შეიძლება განხორციელდეს შემდეგი სქემების მიხედვით:

  • 20 კვირა - კვირაში 6სთ-იანი დატვირთვით;
  • 15 კვირა - კვირაში 8სთ-იანი დატვირთვით;
  • 12 კვირა - კვირაში 10სთ-იანი დატვირთვით.

საკონტაქტო საათების რაოდენობა შეადგენს 120 ასტრონომიულ საათს.

ფასდება: 

  1. მეცადინეობებზე დასწრება (10ქ);
  2. სწავლის პროცესში მიღებული უნარები შესაბამისი პრაქტიკული სამუშაოების მიხედვით (20ქ );
  3. შუალედური ტესტირება (2) (15–15ქ);
  4. ფინალური გამოცდა 40ქ. 

მინიმალური ზღვარი, რომლის დაძლევაც მოეთხოვება მსმენელს, არის 70 ქულა, იმ პირობით, რომ საბოლოო ტესტირება-გასაუბრების  შეფასება არ უნდა იყოს 25 ქულაზე ნაკლები.