სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

A2+ დონე (პედაგოგებისათვის)


მსმენელმა განიმტკიცოს სახელმწიფო ენის საფუძვლები -„ენების სწავლის, სწავლების და შეფასების ერთიანი ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს“ მიხედვით, A2+ დონეზე, შეძლოს : 

  • პროფესიული ტერმინების ადეკვატურად გაგება-გააზრება. 
  • მარტივი წერილობითი ტექსტების მომზადება;
  • მარტივი და მკაფიოდ ჩამოყალიბებული ინფორმაციის,  მათ შორის რეკომენდაციის, გაგება;
  • პროფესიულ თემებზე გამართულ მარტივ დიალოგებში ჩართვა და მსჯელობისას საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა არგუმენტებით.

სწავლების დამთავრების შემდეგ მსმენელი შეძლებს:

  • მოამზადებს მარტივ წერილობით ტექსტებს პროფესიული ტერმინების გამოყენებით;
  • გაიგებს პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ თემებზე მოსმენილ ინფორმაციას;
  • გამოიყენებს ნასწავლ ენობრივ კონსტრუქციებს, კლიშეებს, ტერმინებს კოლეგებთან საუბრისას;
  • მოამზადებს მარტივ პრეზენტაციას კონკრეტულ თემებზე;
  • ჩაერთვება მარტივ დიალოგებში და გამოხატავს პოზიციას პროფესიულ საკითხებზე მსჯელობისას;
  • შეძლებს საკუთარი პროფესიული საქმიანობის ძირითადი ასპექტების აღწერას.

სწავლა შეიძლება განხორციელდეს შემდეგი სქემების მიხედვით:

  • 14 კვირა - კვირაში 6სთ-იანი დატვირთვით;
  • 10 კვირა - კვირაში 8სთ-იანი დატვირთვით;
  • 8 კვირა  - კვირაში 10სთ-იანი დატვირთვით;

საკონტაქტო საათების რაოდენობა შეადგენს  80 ასტრონომიულ საათს

ფასდება: 

  1. მეცადინეობებზე დასწრება (10ქ);
  2. სწავლის პროცესში მიღებული უნარები  შესაბამისი პრაქტიკული სამუშაოების მიხედვით (25ქ);
  3. შუალედური ტესტირება (2) (25–25ქ);
  4. ფინალური გამოცდა (40ქ). 

მინიმალური ზღვარი, რომლის დაძლევაც მოეთხოვება მსმენელს, არის 70 ქულა, იმ პირობით, რომ საბოლოო ტესტირება-გასაუბრების  შეფასება არ უნდა იყოს 25 ქულაზე ნაკლები.