სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

B1 დონე (ზღვრული)


მსმენელმა  შეისწავლოს ქართული ენის საფუძვლები - „ენების სწავლის, სწავლების და შეფასების ერთიანი ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს“ მიხედვით, B1 დონეზე, შეძლოს: 

  • სტანდარტული მეტყველების მთავარი აზრის გაგება;
  • მარტივი ინფორმაციის დეტალების გაგება სატელევიზიო გადაცემებიდან, ტექნიკური ინსტრუქციებიდან;
  • სხვადასხვა სახის საინფორმაციო და ოფიციალური ხასიათის ტექსტების წაკითხვა და გაგება;
  • ნაცნობ სიტუაციებში აზრის ჩამოყალიბება თანმიმდევრულად, ფაქტების გადმოცემა მნიშვნელოვანი ნიუანსების გათვალისწინებით;
  • ნაცნობ თემებთან დაკავშირებულ საუბარში ჩართვა სტანდარტული ფრაზებით, რამდენიმე წინადადებით საკუთარი დამოკიდებულებისა და  მოსაზრებების გამოხატვა;
  • ფორმითა და შინაარსით სტანდარტული ინფორმაციული ხასიათის მოხსენებების, პირადი წერილების, განცხადებების... წერილობით ჩამოყალიბება.

სწავლების დამთავრების შემდეგ მსმენელი შეძლებს:

  • ყოველდღიურ ცხოვრებასა ან/და ნაცნობ თემებთან დაკავშირებული დისკუსიის ძირითადი შინაარსის გაგებას, მასში მონაწილეობის მიღებასა და საკუთარი აზრის, შთაბეჭდილებებისა თუ განცდების მოკლედ გადმოცემას;
  • ნაცნობ თემებთან დაკავშირებული ტელე და რადიო გადაცემების მთავარი არსის გაგებას;
  • ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებული განცხადებების, ინტერვიუებისა და აქტუალურ თემებზე დაწერილი სტატიების შინაარსის წაკითხვასა და გაგებას;
  • ვრცელ ტექსტებში, კონკრეტული დავალების შესრულების მიზნით, საჭირო ინფორმაციის პოვნას;
  • ქართულენოვანი ორი პიროვნების გარკვევით და მკაფიოდ მიმდინარე საუბრის გაგებასა და მასში მონაწილეობის მიღებას;
  • რაიმე ამბის, ფილმისა თუ წიგნის შინაარსის მოყოლას, მასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებების გადმოცემას;
  • თანამოაზრისთვის დეტალური მითითებებისა და რჩევის მიცემას;
  • წინასწარ მომზადებული კითხვებით მოკლე ინტერვიუს ჩამორთმევას;
  • პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ საუბარში, სტანდარტული კონსტრუქციების გამოყენებას;
  • მისთვის ნაცნობი ან საინტერესო საკითხების დაწვრილებით აღწერას, საჭირო ინფორმაციის წერილობით მოთხოვნასა  და შეკითხვების მომზადებას;
  • ოფიციალური დოკუმენტების (განცხადება, სამოტივაციო წერილი, საქმიანი წერილი, რეზიუმე ...) მომზადებას.

სწავლა შეიძლება განხორციელდეს შემდეგი სქემების მიხედვით:

  • 20 კვირა - კვირაში 6სთ-იანი დატვირთვით;
  • 15 კვირა - კვირაში 8სთ-იანი დატვირთვით;
  • 12 კვირა - კვირაში 10სთ-იანი დატვირთვით.

საკონტაქტო საათების რაოდენობა შეადგენს  120 ასტრონომიულ საათს

ფასდება: 

  1. მეცადინეობებზე დასწრება (10ქ);
  2. სწავლის პროცესში მიღებული უნარები შესაბამისი პრაქტიკული სამუშაოების მიხედვით (20ქ );
  3. შუალედური ტესტირება (2) (15–15ქ);
  4. ფინალური გამოცდა  (40ქ). 

მინიმალური ზღვარი, რომლის დაძლევაც მოეთხოვება მსმენელს, არის 70 ქულა, იმ პირობით, რომ საბოლოო ტესტირება-გასაუბრების  შეფასება არ უნდა იყოს 25 ქულაზე ნაკლები.