სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

B1+დონე (სამოქალაქო განათლება)


მსმენელმა შეისწავლოს ქართული ენის საფუძვლები  - „ენების სწავლის, სწავლების და შეფასების ერთიანი ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს“ მიხედვით,  B1+ დონეზე, შეძლოს: 

  • ზეპირი კომუნიკაცია სახელმწიფო ენაზე ყოველდღიურ და პროფესიულ საკითხებთან დაკავშირებულ  თემებზე;
  • სახელმწიფო ენაზე მიღებული ინფორმაციის წაკითხვა-განხილვა;
  • სახელმწიფო ენაზე წერილობითი პროფესიულ საკითხებთან დაკავშირებით კორესპონდენციის წარმოება;
  • სახელმწიფო ენის პრაქტიკული გამოყენება პროფესიასთან დაკავშირებულ საკითხებზე  კომუნიკაციისას.

სწავლების დამთავრების შემდეგ მსმენელი შეძლებს:

  • დაეუფლება/გაიმდიდრებს სამოქალაქო განათლებისთვის საჭირო ლექსიკას;  
  • გაიგებს და გაიაზრებს თემასთან დაკავშირებით მოსმენილ ინფორმაციას;
  • ჩაერთვება თემასთან დაკავშირებულ დიალოგებსა და მსჯელობაში;
  • გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებებს კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით, როგორც წერილობით, ასევე - ზეპირად სათანადო არგუმენტების მოყვანით; 
  • გაიგებს სხვადასხვა სახის საინფორმაციო და ოფიციალური ხასიათის ტექსტებს; 
  • სწორად გამოიყენებს ნასწავლ ენობრივ კონსტრუქციებს, კლიშეებს, ტერმინებს საკითხებზე საუბრისას;
  • მოამზადებს პრეზენტაციას დაკავშირებულ თემებზე

სწავლა შეიძლება განხორციელდეს შემდეგი სქემების მიხედვით:

  • 20 კვირა - კვირაში 6სთ-იანი დატვირთვით;
  • 15 კვირა - კვირაში 8სთ-იანი დატვირთვით;
  • 12 კვირა  - კვირაში 10სთ-იანი დატვირთვით.

საკონტაქტო საათების რაოდენობა შეადგენს  120 ასტრონომიულ საათს

ფასდება: 

  1. მეცადინეობებზე დასწრება (10ქ);
  2. სწავლის პროცესში მიღებული უნარები  შესაბამისი პრაქტიკული სამუშაოების მიხედვით ( 25ქ);
  3. შუალედური ტესტირება (2) (25–25);
  4. ფინალური გამოცდა ( 40ქ). 

მინიმალური ზღვარი, რომლის დაძლევაც მოეთხოვება მსმენელს, არის 70 ქულა, იმ პირობით, რომ საბოლოო ტესტირება-გასაუბრების  შეფასება არ უნდა იყოს 25 ქულაზე ნაკლები.