ადამიანური რესურსების მართვა და საქმისწარმოება საჯარო სექტორში

ადამიანური რესურსების მართვისა და საქმის წარმოების კურსი არის სპეციალიზირებული სასწავლო პროგრამა, რომელიც გამიზნულია ორგანიზაციის მართვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დარგის - საჯარო სექტორში ადამიანური რესურსების მართვისა და დოკუმენტაციის წარმოების საკითხებზე. კურსი დაეხმარება მსმენელს უკეთ დაგეგმოს და შეასრულოს ადამიანური რესურსების მართვის ოთხი ძირითადი ფუნქცია: ორგანიზება-დაგეგმვა; ორგანიზაციაში შემოსვლის მართვა; სამუშაოს მართვა; ორგანიზაციიდან გასვლის მართვა.

სასწავლო კურსის მსვლელობისას მოხდება ამ დარგში არსებული საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, თანამედროვე და ინოვაციური მეთოდებისა და მიდგომების გაცნობა და მსმენელთა საჭიროებებზე მორგებული პრაქტიკული სამუშაოების შესრულება-განხილვა, რაც დაეხმარება მათ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში მნიშვნელოვანი ამოცანებისა და საკითხების გადაწყვეტისას. კურსი განკუთვნილია როგორც საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანური რესურსების მართვის მოქმედი სპეციალისტებისთვის, რომლებსაც აქვთ პრაქტიკული გამოცდილება და სურვილი გაიღრმავონ ცოდნა, ასევე დამწყები სპეციალისტებისთვის, რომლებსაც არ აქვთ პრაქტიკული გამოცდილება და გეგმავენ წარმატებული კარიერის შექმნას ორგანიზაციული განვითარებისა და ადამიანური რესურსების მართვაში. 

სასწავლო კურსების ჩამონათვალი:

  • ადამიანური რესურსების მართვა - 24 საათი
  • საქმისწარმოება და ელ-მმართველობა - 24 საათი
  • კომუნიკაციის ფსიქოლოგია - 10 საათი
  • სამოქალაქო განათლება და ეთიკის საფუძვლები - 8 საათი

პროგრამის ხანგრძლივობა:

სასწავლო პროგრამის ხანგრძლივობაა 14 დღე. 

ცოდნა/უნარები, რომლებსაც მსმენელები შეიძენენ კურსის დასრულების შემდეგ: 

  • ადამიანური რესურსების მართვის სამსახური და მისი ფუნქციები;
  • პროცესის დაგეგმვა-ორგანიზება;
  • სამუშაო აღწერილობების შემუშავება და ფუნქციების გადანაწილება;
  • კადრების მოზიდვის პროცესი და მეთოდები;
  • კადრების შერჩევის პროცესი;
  • კადრების სოციალიზაცია;
  • სამუშაოს მართვა და შესრულებუი სამუშაოს შეფასება;
  • პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
  • ადამიანური რესურსების მართვაში და საქმისწარმოებაში ელ-მმართველობის ელემენტების გამოყენება. 

ჩარიცხვის პირობა:

  • სახელმწიფო ენის ცოდნა-დადასტურებული სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის B1 დონის სერტიფიკატით, ან სახელმწიფო ენის ცოდნის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტით, ან სკოლის მიერ ჩატარებული სახელმწიფო ენის ცოდნის განმსაზღვრელი გამოცდის წარმატებით გავლა (ეროვნული უმცირესობებისათვის);

დარგობრივ კურსზე დასარეგისტრირებლად გადადით მითითებულ ბმულზე:

http://www.zspa.ge/registration

საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი : ქ. ქუთაისი ნიკეას N13 (4600)

ტელ: (431)232600

ელექტრონული ფოსტა: zspa@zspa.ge