სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

ადამიანური რესურსების მართვა


სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა გთავაზობთ მოკლევადიან ტრენინგ კურსს ადამიანური რესურსების მართვაში. კურსი განკუთვნილია იმ პირთათვის, რომლებსაც პირდაპირი ან ირიბი შეხება აქვთ ადამიანური რესურსების მართვის სისტემასთან და დაინტერესებულები არიან ეფექტურად და წარმატებით განახორციელონ ადამიანური რესურსების მართვის თითოეული ფუნქცია პრაქტიკაში. კურსი დაეხმარება როგორც დამწყებ, ასევე გამოცდილ მენეჯერებს/სპეციალისტებს.

კურსის მიზანია საჯარო სექტორში მომუშავეთა და მუშაობის მსურველთა ცნობიერების ამაღლება ადამიანური რესურსების მართვის შესახებ; ადამიანური რესურსების მართვის თეორიული ნაწილის პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობა; ყველა იმ ტექნიკისა და მექანიზმის გაცნობა, რომელიც საჭიროა ადამიანური რესურსების მართვის თითოეული ფუნქციის წარმატებით განსახორციელებლად. საჯარო დაწესებულებაში ადამიანური რესურსების მართვის პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებაში.


  • საჯარო სექტორში არმ მდგომარეობის შეფასება; 
  • მენეჯმენტის შესახებ, პროცესი და ფუნქციები; არმ მენეჯმენტი (არმ ციკლი);
  • სტრატეგიული დაგეგმვა (ორგანიზაცია/არმ ერთეული);
  • ორგანიზაციის/არმ ერთეულის ანალიზი;
  • სამუშაოს ანალიზი, აღწერილობა, საკვალიფიკაციო მოთხოვნები, კომპეტენციები, რანგირება;
  • რეკრუტინგი, შერჩევა, კონკურსი;
  • სტაჟირება;
  • ორგანიზაციული კულტურა, შინაგანაწესი, გენდერული თანასწორობა;
  • პერსონალის სოციალიზაცია;
  • მოტივაცია, წახალისება;
  • ადმინისტრაციული HR (EHRMS, ფაილური კატალოგი, საჯარო ინფორმაცია);
  • სამუშაოს მართვის ციკლი, შესრულებული სამუშაოს შეფასება, უკუკავშირი;
  • პროფესიული განვითარება;
  • არმ მიმართულებით, სამართლებრივი მოთხოვნები.

სწავლის ხანგრძლივობა: 4 დღე 

კურსის მოცულობა: 24 საათი

სწავლების ენა: ქართული

ტრენინგის ჩატარების ადგილი ქუთაისი.


1. მონაწილეობის მსურველი ვალდებული არის გაიაროს რეგისტრაცია შემდეგ მისამართზე - http://www.zspa.ge/registration

2. მსმენელმა რეგისტრაციის გავლის დროს დამატებით უნდა ატვირთოს შემდეგი  დოკუმენტები:

ა) პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი;
ბ) ცნობა სამუშაო ადგილიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
გ) ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელთათვის სახელმწიფო ენის B1 დონის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში; სხვა შემთხვევაში მსმენელი ვალდებულია ჩააბაროს  B1 დონის შესაბამისი სახელმწიფო ენის ცოდნის განმსაზღვრელი გამოცდა.


50 ლარი (ერთი დღე)-მომსახურებაში შედის მხოლოდ სწავლება;

80 ლარი (ერთი დღე)-მომსახურებაში შედის სწავლება, სამჯერადი კვება და სასტუმროში განთავსება;

ზემოაღნიშნული მომსახურების გაწევა განხორციელდება მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე;

თანხა უნდა ჩაირიცხოს ქვემოთ მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე:

საბანკო კოდი -TRESGE22

მიმღების დასახელება - სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

ანგარიშსწორების ანგარიში - 7 0769 7119

გადახდისას დანიშნულებაში მიუთითეთ: სწავლის საფასური.

სწავლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ადამიანური რესურსების მართვის კურსზე მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

ირინე გეგუჩაძე

i.geguchadze@zspa.ge

599 21 39 43