სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

გზების მშენებლობისა და კეთილმოწყობის ტექნიკური ზედამხედველობა


სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა გთავაზობთ მოკლევადიან ტრენინგ კურსს გზების მშენებლობისა და კეთილმოწყობის ტექნიკური ზედამხედველობის განხორცილებაში. კურსი განკუთვნილია იმ პირთათვის, რომლებსაც სურთ გაიღრმავონ ცოდნა და გამოცდილება გზების მშენებლობისა და კეთილმოწყობასთან დაკავშირებულ საკითხებში და დაინტერესებულები არიან ეფექტურად და წარმატებით განახორციელონ ამ სფეროსთან დაკავშირებული საქმიანობა. კურსი დაეხმარება ამ დარგის, როგორც დამწყებ, ასევე გამოცდილ სპეციალისტებს.


კურსის მიზანია მსმენელმა შეძლოს დოკუმენტაციაში მოცემული ნახაზების წაკითხვა და გამოიმუშაოს მათი გარჩევის უნარი. გაიღრმავოს თეორიული ცოდნა საავტომობილო გზის მშენებლობისა და ზედამხედველობის საკითხებზე. შეასწავლოს მსმენელს შესრულებული სამუშაოების ხარისხის შეფასება, მოქმედი ნორმებისა და წესების დაცვით. აუხსნას  გამოსაცდელი ნიმუშების დამზადება და ქარხნული წესით დამზადებული რკ/ბეტონის  კონსტრუქციების გამოცდის საშუალებებზე. გაუღრმავოს ცოდნა ს/გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების პროცესში ტექ.ზედამხედველის მუშაობის მნიშვნელობაზე და გააცნოს მსმენელს გზის მშენებლობაზე და პროექტირებაზე დანერგილი უახლოესი მიღწევები (გეოტექსტილი, გეობადე, ფიბრო-ბეტონი და სხვა.).


  • ს/გზაზე გამოყენებული ტერმინები და მათი მნიშვნელობა
  • ძირითადი გზის ელემენტები
  • მიწის სამუშაოები
  • მიწის ვაკისიდან წყლის მოშორების საშუალებები
  • გზის სამოსის ტიპები
  • ა/ბეტონის ნარევის დასამზადებელი ქარხანა და მისი დამხმარე დანადგარები
  • ბიტუმსაცავი: ტრანსპორტირება და დაცლა
  • ინერტული მასალები, მათი მოპოვება და დამზადება
  • ერთმაგი და ორმაგი ზედაპირული დამუშავება
  • სარემონტო სამუშაოები და გზის მოვლა-შენახვა
  • გაბიონი, გაბიონის ტიპები, გამოყენების ადგილები და დანიშნულება
  • მდინარის ნაპირის გამორეცხვის საწინააღმდეგო ღონისძიებები
  • საიზოლაციო მასალების სახეობები და მათი გამოყენება
  • გზის დაკვალვა გეოდეზიის დამხმარე ხელსაწყოებისა და იარაღების გამოყენებით
  • რას სწავლობს გეოლოგია და რა მონაცემებს გვაძლევს.
  • საყრდენი კედლების ტიპები და მათი დანიშნულება
  • რკ/ბეტონის მილების დანიშნულება და კონსტრუქციაჰორიზონტალური მრუდების ელემენტები
  • ადგილზე დაკვალვის მიზანი
  • გზის სავალ ნაწილზე ვირაჟისა და გაგანიერების მოწყობა
  • ზოგადი მიმოხილვა სახიდე გადასასვლელებზე
  • პორტალური კედელი
  • ტექ.ზედამხედველის მიერ შესადგენი და შესამოწმებელი აქტები ჩამონათვალი
  • სერპანტინის მოწყობა და მისი დანიშნულება
  • ამოზნექილი, ჩაზნექილი და ჰორიზონტალური მრუდები 
  • ,,გაბარიტი’’ ხიდზე და გზაზე
  • ცემენტ-ბეტონის საფარზე ბზარების გაჩენის საწინააღმდეგო ღონისძიებები
  • სავალი ნაწილიდან არსებული დაზიანებული ა/ბეტონის საფარის მოხსნა
  • სტაბილიზაცია და რეციკლირების მოწყობა
  • გზის სავალ ნაწილზე საკანალიზაციო ჭების აწევა და მოწყობა
  • გრძივი და განივი პროფილი, წითელი და შავი ნიშნული
  • დრეკადი და ხისტი საფარი
  • ტექ.ზედამხედველის მიერ საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლის მნიშვნელობა
  • მეწყრული და მცოცავი გრუნტების გამაგრების ღონისძიება
  • გზის კატეგორია და კლასიფიკაცია
  • გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებათა უსაფრთხოების უზრუნველყოფის საშუალებები
  • ა/ბეტონის, ც/ბეტონის რეცეპტის საჭიროების მნიშვნელობა
  • ინერტული მასალების ვარგისიანობის დადგენა
  • ფარული აქტების შედგენა
  • სამუშაოთა წარმოების ჟურნალის წარმოება; ტექ.ზედამხედველის ჩანაწერები
  • დასრულებული სამუშაოს შემოწმება ტექნიკური ზედამხედველის მიერ
  • შესრულებულ სამუშაოზე ფორმა 2 - ის შედგენა
  • სამუშაოების წარმოების პროცესში ტექ.ზედამხედველის შესამოწმებელი სამუშაოების ხარისხის დადგენა და სათანადო ჩანაწერის შეტანა ჟურნალში

სწავლის ხანგრძლივობა: 4 დღე; 

კურსის მოცულობა:  24 საათი  

სწავლების ენა: ქართული

ტრენინგის ჩატარების ადგილი ქუთაისი.


1. მონაწილეობის მსურველი ვალდებული არის გაიაროს რეგისტრაცია შემდეგ მისამართზე - http://www.zspa.ge/registration

2. მსმენელმა რეგისტრაციის გავლის დროს დამატებით უნდა ატვირთოს შემდეგი  დოკუმენტები:

ა) პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი;
ბ) ცნობა სამუშაო ადგილიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
გ) ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელთათვის სახელმწიფო ენის B1 დონის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი(ასეთის არსებობის შემთხვევაში); სხვა შემთხვევაში მსმენელი ვალდებულია ჩააბაროს  B1 დონის შესაბამისი სახელმწიფო ენის ცოდნის განმსაზღვრელი გამოცდა.


50 ლარი (ერთი დღე) - მომსახურებაში შედის მხოლოდ სწავლება;

80 ლარი(ერთი დღე) - მომსახურებაში შედის სწავლება, სამჯერადი კვება და სასტუმროში განთავსება.

ზემოაღნიშნული მომსახურების გაწევა განხორციელდება მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

თანხა უნდა ჩაირიცხოს ქვემოთ მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე:

საბანკო კოდი -TRESGE22

მიმღების დასახელება - სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

ანგარიშსწორების ანგარიში - 7 0769 7119

გადახდისას დანიშნულებაში მიუთითეთ: სწავლის საფასური.

სწავლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ გზების მშენებლობისა და კეთილმოწყობის ტექნიკური ზედამხედველობის კურსზე მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

ირინე გეგუჩაძე

i.geguchadze@zspa.ge

599 21 39 43