სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

კომუნიკაციის ფსიქოლოგია საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტებისათვის


სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების  სკოლა გთავაზობთ მოკლევადიან ტრენინგ კურსს კომუნიკაციის ფსიქოლოგიაში საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტებისთვის. 

სწავლება მიზნად ისახავს მონაწილეებს გააცნოს კომუნიკაციის დანიშნულება საზოგადოებასთან ურთიერთობის პროცესებში, აუხსნას რა საკომუნიკაციო არხები გამოიყენონ ეფექტიანი ურთიერთობისთვის, გაიცნონ ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის ელემენტები, გაიგონ როგორ შეარჩიონ სწორი საკომუნიკაციო საშუალება მიზნობრივი აუდიტორიის შესაბამისად. შეძლონ ყველა დაინტერესებულ მხარესთან კომუნიკაციის დამყარება, საქმიანი დიალოგის სწორად წარმოება, ზეპირ და წერით კომუნიკაციებში სათქმელის მარტივად და გასაგებად გადმოცემა, არგუმენტირებული მსჯელობით დაარწმუნონ მსმენელები მიზნობრივი აუდიტორიის ინტერესთა გათვალისწინებით, სიტუაციურ ანალიზსა და სინთეზის ურთიერთგაგების შესაქმენლად. 

  • კომუნიკაცია საზოგადოებასთან ურთიერთობის პროცესში
  • კომუნიკაციის განმარტება, ელემენტები
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის ფაქტორები
  • შეტყობინების შინაარსი და სტრუქტურა
  • არგუმენტირებული მსჯელობა
  • საკომუნიკაციო არხები და საშუალებები;
  • დარწმუნების ეთიკა და მანიპულირება; 
  • ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია;
  • ეფექტიანი კომუნიკაცია და წარდგენა.

სწავლის ხანგრძლივობა: 4 დღე; 

კურსის მოცულობა:  24 საათი  

სწავლების ენა: ქართული

ტრენინგის ჩატარების ადგილი ქუთაისი.


1. მონაწილეობის მსურველი ვალდებული არის გაიაროს რეგისტრაცია შემდეგ მისამართზე - http://www.zspa.ge/registration

2. მსმენელმა რეგისტრაციის გავლის დროს დამატებით უნდა ატვირთოს შემდეგი  დოკუმენტები:

ა) პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი;
ბ) ცნობა სამუშაო ადგილიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
გ) ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელთათვის სახელმწიფო ენის B1 დონის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი( ასეთის არსებობის შემთხვევაში); სხვა შემთხვევაში მსმენელი ვალდებულია ჩააბაროს  B1 დონის შესაბამისი სახელმწიფო ენის ცოდნის განმსაზღვრელი გამოცდა.


50 ლარი (ერთი დღე) - მომსახურებაში შედის მხოლოდ სწავლება

80 ლარი (ერთი დღე ) - მომსახურებაში შედის სწავლება, სამჯერადი კვება და სასტუმროში განთავსება

ზემოაღნიშნული მომსახურების გაწევა განხორციელდება მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე

თანხა უნდა ჩაირიცხოს ქვემოთ მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე:

საბანკო კოდი - TRESGE22

მიმღების დასახელება - სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

ანგარიშსწორების ანგარიში - 7 0769 7119

გადახდისას დანიშნულებაში მიუთითეთ: სწავლის საფასური.

სწავლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ კომუნიკაციის ფსიქოლოგია საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტებისათვის კურსზე მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.


ირინე გეგუჩაძე

i.geguchadze@zspa.ge

599 21 39 43