სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

პიარის საფუძვლები


სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა გთავაზობთ მოკლევადიან ტრენინგ კურსს პიარის საფუძვლებში. კურსი განკუთვნილია საზოგადოებრივ ურთიერთობათა კოორდინაციის სპეციალობის, საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორში მომუშავე პირებისათვის. ასევე კურსის გავლა შეუძლიათ სხვა დაინტერესებულ პირებსაც, რომელთა ინტერესის სფეროს წარმოადგენს პიარკომუნიკაციები. კურსი დაეხმარება როგორც დამწყებ, ასევე გამოცდილ მენეჯერებს/სპეციალისტებს.


კურსის მიზანია  შეასწავლოს მსმენელებს საზოგადოებასთან ურთიერთობის ბაზისური ელემენტების გამოყენება, როგორებიც არის: კვლევა, კომუნიკაცია, მოქმედება და შეფასება, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან და გამოიმუშავებენ პიარ-საკომუნიკაციო აქტივობების, სტრატეგიული გეგმისა და დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციის ჩამოყალიბების უნარებს, კურსი ორიენტირებულია მსმენელებს გამოუმუშაოს დამოუკიდებლად მუშაობის უნარ-ჩვევა, რათა მათ შეძლონ  საზოგადოებასთან ურთიერთობის დოკუმენტების და სტრატეგიის შექმნა. საჯარო დაწესებულებაში ადამიანური რესურსების მართვის პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება.


  • საზოგადოებასთან ურთიერთობის მიზანი და არსი;
  • როგორ ხდება საკითხის იდენტიფიცირება საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში;
  • რა არის პიარ კამპანია, პიარ კამპანიების დაგეგმვა და მართვა;
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის საქმიანობის დაგეგმვა, გეგმის ელემენტები;
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის დოკუმენტების შედგენა და საკომუნიკაციო არხების განსაზღვრა და მართვა.

სწავლის ხანგრძლივობა: 3 დღე; 

კურსის მოცულობა:  18 საათი  

სწავლების ენა: ქართული

ტრენინგის ჩატარების ადგილი ქუთაისი.


1. მონაწილეობის მსურველი ვალდებული არის გაიაროს რეგისტრაცია შემდეგ მისამართზე - http://www.zspa.ge/registration

2. მსმენელმა რეგისტრაციის გავლის დროს დამატებით უნდა ატვირთოს შემდეგი  დოკუმენტები:

ა) პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი;
ბ) ცნობა სამუშაო ადგილიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
გ) ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელთათვის სახელმწიფო ენის B1 დონის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი(ასეთის არსებობის შემთხვევაში); სხვა შემთხვევაში მსმენელი ვალდებულია ჩააბაროს  B1 დონის შესაბამისი სახელმწიფო ენის ცოდნის განმსაზღვრელი გამოცდა.


50 ლარი (ერთი დღე) - მომსახურებაში შედის მხოლოდ სწავლება;

80 ლარი (ერთი დღე) - მომსახურებაში შედის სწავლება, სამჯერადი კვება და სასტუმროში განთავსება.

ზემოაღნიშნული მომსახურების გაწევა განხორციელდება მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

თანხა უნდა ჩაირიცხოს ქვემოთ მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე:

საბანკო კოდი - TRESGE22

მიმღების დასახელება - სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

ანგარიშსწორების ანგარიში - 7 0769 7119

გადახდისას დანიშნულებაში მიუთითეთ: სწავლის საფასური.

სწავლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ პიარის საფუძვლების კურსზე მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.


ირინე გეგუჩაძე

i.geguchadze@zspa.ge

599 21 39 43