საბუღალტრო აღრიცხვა

ტრენინგ კურსი: საბუღალტრო აღრიცხვა

კურსის შესახებ:

სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა გთავაზობთ მოკლევადიან (18 საათი) ტრენინგ კურსს საბუღალტრო აღრიცხვაში.

კურსი მიზნად ისახავს ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის ერთიანი წესების, პირობების და ანგარიშთა გეგმის ცოდნას. ანგარიშგების შედგენისა და წარდგენის შესწავლა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. საჯარო სექტორში დასაქმებულ ბუღალტრებს მიაწოდოს დამატებითი ინფორმაცია საჯარო სამსახურში ბუღალტრული აღრიცხვის თავისებურებებზე. კურსი მოიცავს მარაგებისა და ნაკადების ბუღალტრულ აღრიცხვას, ბიუჯეტის აღსრულება ხაზინის ერთიანი ანგარიშის მეშვეობით. კურსი არის პრაქტიკული სავარჯიშოებით გამდიდრებული და ორიენტირებულია მიღებული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებაზე.

კურსი ინტერაქტიურია და მოითხოვს მონაწილეების მაქსიმალურ ჩართულობას.

ტრენინგ კურსის თემატიკა

  • საჯარო სექტორში საბუღალტრო აღრიცხვის ზოგადი მიმოხილვა
  • სინთეზური და ანალიზური აღრიცხვა
  • ეკონომიკური მოვლენები და ბუღალტრული აღრიცხვის წესები
  • ფინანსური აქტივები და მოთხოვნები
  • არაფინანსური აქტივები
  • ვალდებულებები
  • დაფინანსება და შემოსავლები
  • სხვა ეკონომიკური ნაკადების აღრიცხვა
  • არასაოპერაციო შემოსავლების/ხარჯების აღრიცხვა
  • ხარჯები
  • კაპიტალი; საცნობარო მუხლები
  • ანგარიშგება

ტრენენრი/ები:

მურმან კობახიძე


ტექნიკური აღწერილობა:

სწავლის ხანგრძლივობა: 3 დღე; ტრენინგები ჩატარდება კვირაში სამჯერ.

კურსის მოცულობა: 18 საათი

სწავლების ენა: ქართული

სწავლის საფასური:

პაკეტი 1-50 ლარი-(მოიცავს მხოლოდ სწავლების პროცესს);

პაკეტი 2-80 ლარი-(მოიცავს სწავლების პროცესს, სამჯერად კვებას, საერთო საცხოვრებლით სარგებლობას);

ზემოაღნიშნული მომსახურების გაწევა განხორციელდება მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

თანხა უნდა ჩაირიცხოს ქვემოთ მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე:

საბანკო კოდი-TRESGE22

მიმღების დასახელება-სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

ანგარიშსწორების ანგარიში-7 0769 7119

გადახდისას დანიშნულებაში მიუთითეთ: სწავლის საფასური.


სწავლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი

კურსზე ჩარიცხვის პროცედურა:


ტრენინგ კურსში მონაწილეობით დაინტერესებულმა პირმა/ებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ მისამართზე http://www.zspa.ge/registration

საკონტაქტო პირი: ირინე გეგუჩაძე; i.geguchadze@zspa.ge; 599 21 39 43;