სასმელი წყლის მაგისტრალების მშენებლობა და მათი ტექნიკური ზედამხედველობა


სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა გთავაზობთ მოკლევადიან ტრენინგ კურსს სასმელი წყლის მაგისტრალების მშენებლობა და მათი ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელება. კურსი განკუთვნილია იმ პირთათვის, რომლებსაც სურთ გაიღრმავონ ცოდნა და გამოცდილება სასმელი წყლის მაგისტრალების მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებში და დაინტერესებულები არიან ეფექტურად და წარმატებით განახორციელონ ამ სფეროსთან დაკავშირებული საქმიანობა. კურსი დაეხმარება ამ დარგის, როგორც დამწყებ, ასევე გამოცდილ სპეციალისტებს.

კურსი ინტერაქტიურია და მოითხოვს მონაწილეების მაქსიმალურ ჩართულობას.


სასწავლო კურსი მიზნად ისახავს მსმენელთა უნარების გაუმჯობესებას წყალმომარაგებისა და წყალარინების სფეროს მშენებლობისა და სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ზედამხედველობასთან დაკავშირებით. აღნიშნული კურსის ფარგლებში მსმენელები აითვისებენ წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების შემადგენელი ელემენტების რაობას, მათ ფუნქციონალურ დატვირთვასა და ზედამხედველობის პროცესში საჭირო ცოდნას.


  • წყალმომარაგების სისტემის ზოგადი მიმოხილვა;
  • სასმელი წყლის მოპოვება და დამუშავება;
  • სასმელი წყლის ტრასპორტირება, მომარაგება/რეზერვაცია, განაწილება;
  • სასმელი წყლის ჩაშვება;
  • წყალმომარაგების სისტემების ცალკეული ელემენტების სპეციფიკა:
  • ზედაპირული და მიწისქვეშა წყალმიმღები ნაგებობები;
  • მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელის მილსადენები;
  • საწნევ-სარეგულაციო და სხვა დანიშნულების სასმელი წყლის რეზერვუარები;
  • რეგულაციები და არასწორი მშენებლობის უარყოფითი შედეგები
  • წყალმომარაგებისა და წყალარინების მილსადენებისა და ტევადი ნაგებობების მათ ექსპლუატაციაში მიღებამდე

სწავლის ხანგრძლივობა: 3 დღე 

კურსის მოცულობა:  18 საათი  

სწავლების ენა: ქართული

ტრენინგის ჩატარების ადგილი ქუთაისი.


1. მონაწილეობის მსურველი ვალდებული არის გაიაროს რეგისტრაცია შემდეგ მისამართზე - http://www.zspa.ge/registration

2. მსმენელმა რეგისტრაციის გავლის დროს დამატებით უნდა ატვირთოს შემდეგი  დოკუმენტები:

ა) პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი;
ბ) ცნობა სამუშაო ადგილიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
გ) ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელთათვის სახელმწიფო ენის B1 დონის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი(ასეთის არსებობის შემთხვევაში); სხვა შემთხვევაში მსმენელი ვალდებულია ჩააბაროს  B1 დონის შესაბამისი სახელმწიფო ენის ცოდნის განმსაზღვრელი გამოცდა.


50 ლარი (ერთი დღე) - მომსახურებაში შედის მხოლოდ სწავლება;

80 ლარი (ერთი დღე) - მომსახურებაში შედის სწავლება, სამჯერადი კვება და სასტუმროში განთავსება.

ზემოაღნიშნული მომსახურების გაწევა განხორციელდება მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

თანხა უნდა ჩაირიცხოს ქვემოთ მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე:

საბანკო კოდი - TRESGE22

მიმღების დასახელება - სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

ანგარიშსწორების ანგარიში -7 0769 7119

გადახდისას დანიშნულებაში მიუთითეთ: სწავლის საფასური.

სწავლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სასმელი წყლის მაგისტრალების მშენებლობა და მათი ტექნიკური ზედამხედველობა კურსზე მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

ირინე გეგუჩაძე

i.geguchadze@zspa.ge

599 21 39 43