საქმისწარმოება და ელექტრონული მმართველობა

ტრენინგ კურსი: საქმისწარმოება და ელექტრონული მმართველობა

კურსის შესახებ:

სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა გთავაზობთ მოკლევადიან (24 საათი) ტრენინგ კურსს საქმისწარმოება და ელექტრონული მმართველობაში. კურსი განკუთვნილია იმ პირთათვის, რომლებიც დაინტერესებულები არიან სწორად მოამზადონ საქმიანი დოკუმენტები და შეძლონ გამართული საქმისწარმოება ელექტრონულ სისტემაში.

კურსის მიზანია საჯარო მოხელეთათვის საქმიანი ურთიერთობისას საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება; საქმიანი ქაღალდების მომზადება ენობრივი ნორმების გათვალისწინებით; საქმიწარმოებისა და დოკუმენტბრუნვის ორგანიზება; საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის შესწავლა;გაუღრმავოს ცოდნა საქმისწარმოების ეფექტურად წარმართვის მიმართულებებით;აღჭურვოს მსმენელები, იმ უნარ-ჩვევებით რომლებიც დაეხმარება მათ საჯარო სამსახურში საჭირო ზეპირი თუ წერილობითი კომუნიკაციისას; მოამზადონ საქმიანი ქაღალდები სათანადო წესების გათვალისწინებით; ეფექტურად გამოიყენონსაქმისწარმოების დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა, რაც აუცილებელია თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავებისთვის.კურსი ინტერაქტიურია და მოითხოვს მონაწილეების მაქსიმალურ ჩართულობას.

ტრენინგ კურსის თემატიკა:

  • საქმიანი ქაღალდების ძირითადი მახასიათებლები და მათ მომზადებაზე მუშაობის ზოგადი პრინციპები
  • საქმიანი ქაღალდების ენა სპეციალურ სიტყვებსა და გამოთქმებთან დაკავშირებული ნორმატიული საკითხები
  • საქმიანი ქაღალდების ენაოფიციალური მიმოწერისას გავრცელებული შეცდომები
  • საქმისწარმოების სამართლებრივი საფუძვლები. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, "ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონი, "საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ”
  • ოფიციალური დოკუმენტების კლასიფიკაცია, დოკუმენტების სახეობები და სახელწოდებები
  • დოკუმენტების შედგენისა და გაფორმების წესები
  • განცხადებისა და ცნობის მომზადება
  • დოკუმენტების რეგისტრაცია
  • საქმისწარმოების ელექტრონული სისტემა, პროგრამის ზოგადი აღწერა, დოკუმენტების რეგისტრაცია პროგრამაში
  • ახსნა-განმარტებისა და მოხსენებითი ბარათის მომზადება
  • საკონკურსო განცხადების მომზადება
  • დოკუმენტების მომზადება
  • დოკუმენტების გადაგზავნა ვიზირებაზე და ხელმოწერაზე
  • გასული დოკუმენტების რეგისტრაცია
  • CV - რეზიუმე და სამოტივაციო წერილის მომზადება
  • ხელშეკრულებისა და ბრძანების მომზადებასთან დაკავშირებული საკითხები
  • შეჯამება
  • ბრძანებების მომზადება
  • დოკუმენტების მომზადება საკუთარი ინიციტივიათ
  • საქმისწარმოების ელექტრონული სისტემა, შეჯამება


ტრენერი/ები:

მაკა ომიაძე-ტრენერი;

ლია ცერცვაძე-ტრენერი;

ხვიჩა დოღონაძე -ტრენერი;


ტექნიკური აღწერილობა:

სწავლის ხანგრძლივობა: 4 დღე; ტრენინგები ჩატარდება კვირაში.

კურსის მოცულობა: 24 საათი

სწავლების ენა: ქართული


სწავლის საფასური:

პაკეტი 1-50 ლარი-(მოიცავს მხოლოდ სწავლების პროცესს);

პაკეტი 2-80ლარი-(მოიცავს სწავლების პროცესს, სამჯერად კვებას, საერთო საცხოვრებლით სარგებლობას);

ზემოაღნიშნული მომსახურების გაწევა განხორციელდება მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

თანხა უნდა ჩაირიცხოს ქვემოთ მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე:

საბანკო კოდი-TRESGE22

მიმღების დასახელება-სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

ანგარიშსწორების ანგარიში-7 0769 7119

გადახდისას დანიშნულებაში მიუთითეთ: სწავლის საფასური.


სწავლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი

კურსზე ჩარიცხვის პროცედურა:


ტრენინგ კურსში მონაწილეობით დაინტერესებულმა პირმა/ებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ მისამართზე http://www.zspa.ge/registration

საკონტაქტო პირი: ირინე გეგუჩაძე; i.geguchadze@zspa.ge; 599 21 39 43;