სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

საჯარო/მუნიციპალური მომსახურების მართვა


სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების  სკოლა გთავაზობთ მოკლევადიან ტრენინგ კურსს საჯარო/მუნიციპალური მომსახურების მართვაში. კურსი განკუთვნილია იმ პირებისთვის, რომლებიც დაინტერესებულები არიან ორგანიზაციის მართვისა და მომსახურების საკითხებით.

კურსი ინტერაქტიურია და მოითხოვს მონაწილეების მაქსიმალურ ჩართულობას.


კურსის მიზანია მსმენელს გააცნოს საჯარო მმართველობის ძირითადი პრინციპები და  შედეგზე ორიერტირებული მართვის თანამედროვე მეთოდოლოგია;

გაუღრმავოს ცოდნა საჯარო ორგანიზაციების ეფექტიანი და ეფექტური მართვის და გასაწევი მომსახურებების მუდმივი გაუმჯობესების მიმართულებებით;

აღჭურვოს მსმენელები, საჯარო მოხელეები, იმ პრაქტიკული უნარ-ჩვევებით და ცოდნით, რაც აუცილებელია  თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავებისთვის.


  • საჯარო მმართველობის საერთაშორისო პრაქტიკა: ახალი საჯარო მენეჯმენტი (NPV); დეცენტრალიზაციის არსი და „სუბსიდიარობის“ უნივერსალური პრინციპი.
  • საქართველოს გამოცდილება: საჯარო/მუნიციპალური სერვისების მიწოდება და არსებული გამოწვევები.
  • საჯარო სამსახურის რეფორმა: მოკლე ისტორიული კონტექსტი; საქართველოს ერთიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლები.
  • საჯარო სექტორის ლიდერის მთავარი კომპეტენციები; ლიდერის როლი  ინოვაციებისა და ცვლილებების გაძლიერებაში.  
  • შედეგებზე ორიენტირებული მართვის (RBM) კონცეფცია:  ძირითადი ცნებები და პრინციპები, შედეგების ჯაჭვი. 
  • შედეგებზე ორიენტირებული მართვა (RBM): პრობლემების ხის ანალიზი და მიზნების ხის ანალიზი.
  • შედეგებზე ორიენტირებული მართვა (RBM): პროექტის განხორციელების ციკლი და ლოგიკური ჩარჩოს მიდგომა
  • შედეგებზე ორიენტირებული მართვა (RBM): ლოგიკური ჩარჩოს მატრიცის ძირითადი ელემენტები, შესრულებული სამუშაოს გაზომვისა და შეფასების ინსტრუმენტები და მათი ინდიკატორები
  • ინფორმაციის შეგროვების საშუალებები;
  • მომსახურების გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის (SIAP) შემუშავება, მიღება და განხორციელება
  • სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგი, შეფასება და ანგარიშგების წარდგენა.
  • საჯარო საინვესტიციო პროექტების შეფასების ეკონომიკური ასპექტები

სწავლის ხანგრძლივობა: 4 დღე 

კურსის მოცულობა:  24 საათი  

სწავლების ენა: ქართული

ტრენინგის ჩატარების ადგილი ქუთაისი.

1. მონაწილეობის მსურველი ვალდებული არის გაიაროს რეგისტრაცია შემდეგ მისამართზე - http://www.zspa.ge/registration

2. მსმენელმა რეგისტრაციის გავლის დროს დამატებით უნდა ატვირთოს შემდეგი  დოკუმენტები:

ა) პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი;
ბ) ცნობა სამუშაო ადგილიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
გ) ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელთათვის სახელმწიფო ენის B1 დონის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი(ასეთის არსებობის შემთხვევაში); სხვა შემთხვევაში მსმენელი ვალდებულია ჩააბაროს  B1 დონის შესაბამისი სახელმწიფო ენის ცოდნის განმსაზღვრელი გამოცდა.


50 ლარი (ერთი დღე) - მომსახურებაში შედის მხოლოდ სწავლება;

80 ლარი (ერთი დღე) - მომსახურებაში შედის სწავლება, სამჯერადი კვება და სასტუმროში განთავსება.

ზემოაღნიშნული მომსახურების გაწევა განხორციელდება მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

თანხა უნდა ჩაირიცხოს ქვემოთ მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე:

საბანკო კოდი - TRESGE22

მიმღების დასახელება - სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

ანგარიშსწორების ანგარიში - 7 0769 7119

გადახდისას დანიშნულებაში მიუთითეთ: სწავლის საფასური.

სწავლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ საჯარო/მუნიციპალური მომსახურების მართვა კურსზე მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.


ირინე გეგუჩაძე

i.geguchadze@zspa.ge;

599 21 39 43