სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

საჯარო ფინანსების მართვა


სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების  სკოლა გთავაზობთ მოკლევადიან ტრენინგ კურსს საჯარო ფინანსების მართვაში.

კურსი ინტერაქტიურია და მოითხოვს მონაწილეების მაქსიმალურ ჩართულობას.


პროგრამის მიზანია მსმენელმა შეისწავლონ საჯარო ფინანსების ძირითადი საკითხები; იცოდნენ საჯარო ფინანსების არსი და ფუნქციები; გაეცნონ სახელმწიფოს ეკონომიკური საქმიანობის განმსაზღვრელ დოკუმენტს; იცოდეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს შორის  შესაძლო  საკანონმდებლო-ფინანსური ურთიერთობების ჩამოყალიბება; შეისწავლოს ქვეყანაში შემოსავლის ძირითადი მაჩვენებლები; განსაზღვროს შემოსავლების  განმკარგავი დაწესებულებების უფლება-მოვალეობები; მიიღოს ცოდნა იმ საჭირო უნარ-ჩვევების შესახებ რომელიც აუცილებელია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ეფექტური გადაწყვეტილების მისაღებად.


  • საჯარო მმართველობის საერთაშორისო პრაქტიკა: ახალი საჯარო მენეჯმენტი (NPV); საჯარო ფინანსები და სახელმწიფოს საბიუჯეტო პოლიტიკა;
  • საბიუჯეტო მოწყობა, საბიუჯეტო სისტემა და საბიუჯეტო პროცესი;
  • სახელმწიფო  ბიუჯეტის კლასიფიკაცია;
  • ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსულობები;
  • ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ხარჯები და გასაცემლები;
  • გადასახადებისა და მოსაკრებლების ბიუჯეტებს შორის განაწილება;
  • ადგილობრივი თვითმმართველი ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესი, ეტაპები და მოქალაქეთა თანამონაწილეობა;
  • საბიუჯეტო განაცხადის ფორმები; საბიუჯეტო პროცესის მონიტორინგი;
  • სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემა.

სწავლის ხანგრძლივობა: 4 დღე

კურსის მოცულობა:  24 საათი  

სწავლების ენა: ქართული

ტრენინგის ჩატარების ადგილი ქუთაისი.


1. მონაწილეობის მსურველი ვალდებული არის გაიაროს რეგისტრაცია შემდეგ მისამართზე - http://www.zspa.ge/registration

2. მსმენელმა რეგისტრაციის გავლის დროს დამატებით უნდა ატვირთოს შემდეგი  დოკუმენტები:

ა) პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი;
ბ) ცნობა სამუშაო ადგილიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
გ) ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელთათვის სახელმწიფო ენის B1 დონის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი(ასეთის არსებობის შემთხვევაში); სხვა შემთხვევაში მსმენელი ვალდებულია ჩააბაროს  B1 დონის შესაბამისი სახელმწიფო ენის ცოდნის განმსაზღვრელი გამოცდა.


50 ლარი (ერთი დღე) - მომსახურებაში შედის მხოლოდ სწავლება;

80 ლარი (ერთი დღე) - მომსახურებაში შედის სწავლება, სამჯერადი კვება და სასტუმროში განთავსება.

ზემოაღნიშნული მომსახურების გაწევა განხორციელდება მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

თანხა უნდა ჩაირიცხოს ქვემოთ მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე:

საბანკო კოდი - TRESGE22

მიმღების დასახელება - სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

ანგარიშსწორების ანგარიში - 7 0769 7119

გადახდისას დანიშნულებაში მიუთითეთ: სწავლის საფასური.

სწავლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ საჯარო ფინანსების მართვის კურსზე მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.


ირინე გეგუჩაძე

i.geguchadze@zspa.ge

599 21 39 43