სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

შიდა აუდიტი საჯარო მმართველობაში


სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა გთავაზობთ მოკლევადიან ტრენინგ კურსს შიდა აუდიტი საჯარო მმართველობაში. კურსი განკუთვნილია საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორში მომუშავე პირებისათვის, რომელთაც სურთ მიიღონ  პრაქტიკული ცოდნა, სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის ახალი სისტემის შესახებ.

კურსის მიზანია მსმენელთა ცნობიერების ამაღლება სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის ახალი სისტემის შესახებ. შიდა აუდიტის, როგორც კარგი მმართველობის/Good Governance საუკეთესო საერთაშორისო-ადგილობრივი პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება. ინფორმაციის მიწოდება შიდა აუდიტის არსის, წარმოშობის, მიდგომების, მეთოდოლოგიის, საქმიანობისა და განხორციელების შესახებ. მსმენელეს გამოუმუშაოს პრაქტიკული უნარ-ჩვევები შიდა აუდიტის სარგებლისა და როგორც დამატებითი ღირებულების მომტანის საჯარო დაწესებულების წარმატებისათვის.

  • სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმა და განვითარების ეტაპები საქართველოს საჯარო მმართველობაში
  • ევროკავშირთან "ასოცირების შესახებ შეთანხმება", 279-ე მუხლი "საჯარო ფინანსების მართვა და ფინანსური კონტროლი"
  • საქართველოს ფინანსთა სამინისტრო/სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის (ჰარმონიზაციის ცენტრი) როლი საჯარო ფინანსების ეფექტურ მართვაში
  • შიდა აუდიტის ადგილი ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემაში
  • შიდა აუდიტის არსი, როლი, მნიშვნელობა და მიზნები. საერთაშორისო სტანდარტების მიმოხილვა
  • შიდა აუდიტის მოწყობა საჯარო და კერძო სექტორში, შიდა აუდიტის სუბიექტის ადგილი, ხელმძღვანელისა და აუდიტორთა უფლება-მოვალეობები
  • შიდა აუდიტისა და ინსპექტირების (გენინსპექციის) განსხვავება
  • შიდა აუდიტორული განხორციელების ეტაპები; დაგეგმვა, განხორციელება, ანგარიშგება, მონიტორინგი
  • შიდა აუდიტის სახეების მიმოხილვა (ეფექტიანობა, სისტემური, ინფორმაციული ტექნოლოგიების, შესაბამისობა, ფინანსური)
  • რისკის ანალიზზე დაფუძნებული შიდა აუდიტორული დაგეგმვა, სტრატეგიული და წლიური გეგმების მომზადება
  • შიდა აუდიტის მასალების დოკუმენტირება
  • ხარისხის უზრუნველყოფა: ხარისხის კონტროლი, ხარისხის შიდა შეფასება, ხარისხის გარე შეფასება, მიმდინარე ზედამხედველობა და მონიტორინგი, ეფექტურობის ძირითადი ინდიკატორები

სწავლის ხანგრძლივობა: 3 დღე 

კურსის მოცულობა:  18 საათი  

სწავლების ენა: ქართული

1. მონაწილეობის მსურველი ვალდებული არის გაიაროს რეგისტრაცია შემდეგ მისამართზე - http://www.zspa.ge/registration

2. მსმენელმა რეგისტრაციის გავლის დროს დამატებით უნდა ატვირთოს შემდეგი  დოკუმენტები:

ა) პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი;
ბ) ცნობა სამუშაო ადგილიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
გ) ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელთათვის სახელმწიფო ენის B1 დონის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში; სხვა შემთხვევაში მსმენელი ვალდებულია ჩააბაროს  B1 დონის შესაბამისი სახელმწიფო ენის ცოდნის განმსაზღვრელი გამოცდა.

50 ლარი (ერთი დღე) - მომსახურებაში შედის მხოლოდ სწავლება;

80 ლარი (ერთი დღე) - მომსახურებაში შედის სწავლება, სამჯერადი კვება და სასტუმროში განთავსება.

ზემოაღნიშნული მომსახურების გაწევა განხორციელდება მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

თანხა უნდა ჩაირიცხოს ქვემოთ მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე:

საბანკო კოდი - TRESGE22

მიმღების დასახელება - სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

ანგარიშსწორების ანგარიში - 7 0769 7119

გადახდისას დანიშნულებაში მიუთითეთ: სწავლის საფასური.

სწავლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ შიდა აუდიტი საჯარო მმართველობაში კურსზე მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

ირინე გეგუჩაძე

i.geguchadze@zspa.ge;

599 21 39 43