სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

პოლიტიკური პიარი


სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა გთავაზობთ მოკლევადიან ტრენინგ კურსს პოლიტიკური პიარი. კურსი განკუთვნილია საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორში მომუშავე პირებისათვის, რომელთაც სურთ მიიღონ  პრაქტიკული ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ იქმნება პოლიტიკური იმიჯი.

კურსის მიზანია მსმენელებმა მიიღონ პრაქტიკული ცოდნა, თუ როგორ იქმნება პოლიტიკური იმიჯი.  თეორიული ცოდნა მათ მიაწვდის ინფორმაციას ამ საკითხისადმი თანამედროვე შეხედულებების შესახებ, ხოლო პრაქტიკული ცოდნა დაეხმარებათ ახალი ტექნოლოგიებით  დაამუშაონ პოლიტიკური იმიჯის შესაქმნელად საჭირო ყველა მეთოდი:  მესიჯისა და სლოგანის  შემუშავება;  სტრატეგიის განსაზღვრა; ფოკუს-ჯგუფებში მუშაობა; პოლიტიკის შემუშავება ყველა კონკრეტულ შემთხვევაში;  ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის საშუალებების სწორი გამოყენება;  ლიდერის იმიჯის შექმნა. ყველა საჭირო ტექნოლოგიას მსმენელები შეისწავლიან ადგილზე კონკრეტული მაგალითების დამუშავებისას.

  • საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) თავისებურებანი პოლიტიკაში; როგორ ხდება საკითხის იდენტიფიცირება საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში;
  • ლიდერობის პირამიდა
  • მესიჯის შედგენა, რელიზების წერა, ანალიზი); სტრატეგიის შერჩევა და დაგეგმარება; ღონისძიებების მართვა. საზოგადოებასთან ურთიერთობის დოკუმენტების შედგენა და საკომუნიკაციო არხების განსაზღვრა და მართვა.
  • იმიჯის შექმნის ტექნოლოგიები;
  • ფოკუს ჯგუფში მუშაობა;
  • უბნის ფსიქო გრაფიული მონაცემების შეგროვება;
  • პოლიტიკური სისტემები და იდეოლოგიები;

სწავლის ხანგრძლივობა: 3 დღე 

კურსის მოცულობა:  18 საათი  

სწავლების ენა: ქართული

1. მონაწილეობის მსურველი ვალდებული არის გაიაროს რეგისტრაცია შემდეგ მისამართზე - http://www.zspa.ge/registration

2. მსმენელმა რეგისტრაციის გავლის დროს დამატებით უნდა ატვირთოს შემდეგი  დოკუმენტები:

ა) პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი;
ბ) ცნობა სამუშაო ადგილიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
გ) ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელთათვის სახელმწიფო ენის B1 დონის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში; სხვა შემთხვევაში მსმენელი ვალდებულია ჩააბაროს  B1 დონის შესაბამისი სახელმწიფო ენის ცოდნის განმსაზღვრელი გამოცდა.

50 ლარი (ერთი დღე) - მომსახურებაში შედის მხოლოდ სწავლება;

80 ლარი (ერთი დღე) - მომსახურებაში შედის სწავლება, სამჯერადი კვება და სასტუმროში განთავსება.

ზემოაღნიშნული მომსახურების გაწევა განხორციელდება მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

თანხა უნდა ჩაირიცხოს ქვემოთ მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე:

საბანკო კოდი - TRESGE22

მიმღების დასახელება - სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

ანგარიშსწორების ანგარიში - 7 0769 7119

გადახდისას დანიშნულებაში მიუთითეთ: სწავლის საფასური.