სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

პროგრამის შესახებ


პროგრამის მენეჯერი:

ელ-ფოსტა:
მობილური:


საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების განახლებული პროგრამა ხორციელდება 2014 წლიდან.

პროგრამის მიზანია საჯარო სამსახურში დასაქმებულ და სხვა დაინტერესებულ პირთა პროფესიული განვითარება, როგორც თეორიული ცოდნის გაღრმავების, ასევე პრაქტიკული უნარების გაუმჯობესების გზით.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელსაც სურს აიმაღლოს კვალიფიკაცია საჯარო მმართველობის სფეროში. მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ მისამართზე: http://www.zspa.ge/registration

რეგისტრაცია მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში.

პროგრამით სწავლება წარიმართება ქართულ ენაზე. არაქართულენოვან მსმენელებს დამატებით მოეთხოვებათ სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის B1 დონის სერტიფიკატი ან სკოლის მიერ ორგანიზებულ ტესტირებაში მონაწილეობა და ბარიერის გადალახვა.

მსმენელთა რაოდენობა ჯგუფში განისაზღვრება 10-17 კაცის ოდენობით.

პროგრამის დასრულების შემდეგ მსმენელებს გადაეცემათ პროგრამით გათვალისწინებული სწავლების დამადასტურებელი სერტიფიკატი.