სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

პროგრამა ,,შიდა აუდიტი საჯარო მმართველოში’’

პროგრამა ,,შიდა აუდიტი საჯარო მმართველოში’’

სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა გთავაზობთ მოკლევადიან ონლაინ სასერტიფიკატო პროგრამას ,,შიდა აუდიტი საჯარო მმართველობაში’’. ეს არის ეფექტური პროგრამა, რომლის გავლის შემდეგ გექნებათ სრული წარმოდგენა შიდა აუდიტის როლზე საჯარო მმართველობაში, აუდიტის სახეებსა და მათი განხორციელების ძირითად პრინციპებზე.


კურსის მიზანი

შიდა აუდიტის კურსის მიზანია მსმენელთათვის სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემისა და პროცესების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, შიდა აუდიტის, როგორც კარგი მმართველობის (Good Governance) საუკეთესო საერთაშორისო/ადგილობრივი პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება, ინფორმაციის მიწოდება შიდა აუდიტის არსის, წარმოშობის, მიდგომების, მეთოდოლოგიის, საქმიანობისა და განხორციელების შესახებ. კურსის მიზანია, ასევე, მსმენელს გამოუმუშავოს შიდა აუდიტის სარგებლისა და საჯარო დაწესებულების წარმატებისათვის დამატებითი ღირებულების მომტანის პრაქტიკული უნარ-ჩვევები.

სწავლების ფორმა ინტერაქტიულია და ითვალისწინებს მსმენელების მაქსიმალურ ჩართულობას, დისკუსიებს, როლურ თამაშებსა და ქეისების განხილვას.

 

ტრენერი - გიორგი ქოჩიშვილი, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი, აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება, მათ შორის, შიდა აუდიტის მიმართულებით საქმიანობის 10 წლიანი გამოცდილება. არის სამართლის დოქტორი და საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის ლექტორი.


ვის შეუძლია მონაწილეობა?

პროგრამა განკუთვნილია საჯარო სექტორში დასაქმებულ იმ პირთათვის, რომლებსაც აქვთ პრაქტიკული გამოცდილება და სურვილი გაიღრმავონ ცოდნა, ასევე დამწყები სპეციალისტებისთვის.

სწავლების დასრულების შემდეგ პროგრამის მონაწილეებს გადაეცემათ პროგრამის გავლის დამადასტურებელისერტიფიკატი. სერტიფიკატის აღების წინაპირობაა ფინალურ ტესტირებაში დადებითი შეფასების მიღება.

თემატიკა:

  1. საჯაროსამსახურისსპეციფიკისზოგადიმიმოხილვა:
    • საჯარო სამსახური და მისი ინსტიტუციური მოწყობა;
    • საჯარო სამსახურის პრინციპები და ღირებულებები;
    • საჯარო ორგანიზაციის სტრუქტურა და მართვის (მენეჯმენტის) ფორმები;
    • საჯარო მოსამსახურე;
    • ეთიკა და ღირებულებები საჯარო სამსახურში;
    • საჯარო მოსამსახურის პროფესიული საქმიანობის სტანდარტები.
  2. შიდა აუდიტი საჯარო მმართველობაში:
    • შესავალი - შიდა აუდიტის ისტორია, განმარტება, ზოგადი პრინციპები და მათი მნიშვნელობა;
    • აუდიტის სუბიექტის დამოუკიდებლობა, აუდიტორების შერჩევა და საკადრო გადაწყვეტილების მიღების წესი;
    • სამართლებრივი ბაზის განხილვა - ეროვნული კანონმდებლობა, რაც უშუალო გავლენას ახდენს შიდა აუდიტის ფუნქციის განხორციელებაზე;
    • შიდა აუდიტორის ეთიკა;
    • სტრატეგიული და წლიური გეგმები;
    • შესაბამისობის აუდიტის პროცესისა და პრაქტიკული მაგალითების განხილვა;
    • ფინანსური აუდიტის პროცესისა და პრაქტიკული მაგალითების განხილვა;
    • ეფექტიანობის აუდიტის პროცესისა და პრაქტიკული მაგალითების განხილვა;
    • სისტემური აუდიტის პროცესისა და პრაქტიკული მაგალითების განხილვა;
    • მტკიცებულებები შიდა აუდიტში;
    • რისკი, მიგნება, რეკომენდაცია;
    • მონიტორინგის განხორციელების ძირითადი პრინციპები.

  

კურსის ხანგრძლივობა - სწავლის ხანგრძლივობა: 6 დღე;

კურსის მოცულობა: 17 საათი;

სწავლების ფორმა: დისტანციური;

სწავლების ენა: ქართული.

რეგისტრაცია/ჩარიცხვა: პროგრამით დაინტერესებულმა ნებისმიერმა სრულწლოვანმა პირებმა უნდა შეავსოს სარეგისტრაციო ფორმა.

  

სწავლის საფასური: 365 ლარი


თანხა უნდა ჩაირიცხოს ქვემოთ მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე:

საბანკო კოდი: TRESGE22

მიმღების დასახელება - სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა.

ანგარიშსწორების ანგარიში - 707697119

გადახდის დანიშნულებაში მიუთითეთ: ონლაინ პროგრამა ,,შიდა აუდიტი საჯარო მმართველობაში.’’

 

საკონტაქტო პირი - მარიამ დარასელია, საჯარო მართვისა და ადმინისტრირების პროგრამის კოორდინატორი.

ელ.ფოსტა: m.daraselia@zspa.ge

მობ: 599512414