სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

ჩამოსვლა


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა წარმოადგენს თანამედროვე სტანდარტებისა და კომფორტული ინფრასტრუქტურის მქონე სასწავლო ცენტრს.

სკოლის საერთო საცხოვრებელი შედგება 47 ნომრისაგან (43 სტანდარტული და 4 ლუქსი) და გათვლილია 100 – მდე მსმენელისთვის. სასტუმრო ოთახები განაწილებულია ორ სართულზე. საცხოვრებელი ნომრები აღჭურვილია კომპიუტერით, ცენტრალური გათბობითა და გამაგრილებელი სისტემით.

თითოეულ სართულზე განთავსებულია თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სამზარეულო და სველი წერტილი.

სასწავლო ცენტრის ბაზაზე ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა, 9 სატრენინგო 25 ადგილიანი აუდიტორია, მასწავლებლის კომპიუტერიზებული სამუშაო ადგილით, 2 კომპიუტერული აუდიტორია, 2 საქმიანი შეხვედრებისათვის განკუთვნილი აუდიტორია, მულტიმედია–პროექტორით (საპროექციო ტელევიზორით) და საწერი დაფით.

სკოლას გაჩნია კომფორტული მოსასვენებელი სივრცეები განტვირთვისთვის. ასევე, ფუნქციონირებს 100 ადამიანზე გათვლილი სასადილო კვალიფიციური მომსახურე პერსონალით.