სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

ფოტო გალერეა

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენლებმა DISPA-ს ყოველწლიურ სხდომაში მონაწილეობა მიიღეს

: 2022-10-24
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენლებმა DISPA-ს ყოველწლიურ სხდომაში მონაწილეობა მიიღეს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს პრაღაში გამართულ საჯარო ადმინისტრირების ინსტიტუტებისა და სკოლების დირექტორების (DISPA) მორიგ ყოველწლიურ გაფართოებულ სხდომაში. შეხვედრის ძირითადი სამუშაო თემა იყო „სახელმწიფო ადმინისტრაციის დიგიტალიზაცია თანამდებობის პირთა მომზადების კონტექსტში“. ამასთან, ღონისძიების ფარგლებში, განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ტრენინგის დიგიტალიზაცია, სოციოლოგიური ასპექტები და სხვა. სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა - 2019 წლიდან საჯარო ადმინისტრირების ინსტიტუტების და სკოლების დირექტორების ქსელის (DISPA) სრულფასოვანი წევრია.