სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

ფოტო გალერეა

სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა UNESCO-ს მიერ დაფინანსებული პროექტი

: 2022-11-21
სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა UNESCO-ს მიერ დაფინანსებული პროექტი - „ეთნიკური უმცირესობების ქალებისთვის დასაქმებასა და უნარების გაუმჯობესებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა“. პროექტის ფარგლებში, გაიმართა 3-სამუშაო შეხვედრა-სემინარი. შეხვედრები დაეთმო ქართული ენის საპილოტე სექტორული ტერმინოლოგიის სასწავლო მოდულის შემუშავებისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს. შეხვედრაზე განხილული იყო შემდეგი თემები: • დარგობრივი ტერმინოლოგიის სწავლების საჭიროება ეთნიკური უმცირესობების ჯგუფებისთვის; • ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით IT სფეროში განათლებისა და დასაქმების შესაძლებლობების განხილვა; • ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა ცნობიერების ამაღლება. პროგრამა მიზნად ისახავს - ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალების საზოგადოებაში ინტეგრაციის, მათი თვითრეალიზებისა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესების ხელშეწყობას, დარგობრივი ქართულენოვანი ტერმინოლოგიის სწავლების გზით. მომხსენებლები ჟვანიას სკოლის გუნდის გარდა იყვნენ IT სფეროსა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლები და დარგობრივი ქართული ენის ტრენერები. ვსარგებლობთ შემთხვევით და დიდ მადლობას გადავუხდით თბილისის საკრებულოსთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარეს ქალბატონ რიტა ხიდირბეგიშვილს და თბილისის მეგობრობის სახლის დირექტორს ქალბატონა ნანა ნიკოლაძეს გაწეული დახმარებისათვის.