ჟვანიას სკოლა

ფოტო გალერეა

სამუშაო შეხვედრები სამცხე–ჯავახეთის რეგიონში.

: 2017-04-07
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა ქეთევან მახარაშვილმა სკოლის თანამშრომლებთან ერთად ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრის ფარგლებში სკოლის დირექტორმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს გააცნო სკოლის საქმიანობის სპეციფიკა, ასევე ისაუბრეს სამომავლო მიზნებსა და გეგმებზე. სკოლა გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს საქართველოს სხვა რეგიონებშიც გეგმავს.