სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

ფოტო გალერეა

ჟვანიას სკოლამ ესეების კონკურსი ჩაატარა თემაზე – ,,ჩემი ევროპული საქართველო".

: 2017-05-19
15 მაისს ,,წერა – კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ დღე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ, ელექტრონული წიგნების სახლმა „საბამ“ და ნატოს საინფორმაციო ცენტრმა ერთობლივად სულხან-საბას სახლ-მუზეუმში აღნიშნეს. ამ დღესთან დაკავშირებით ჟვანიას სკოლამ ესეების კონკურსი ჩაატარა თემაზე – ,,ჩემი ევროპული საქართველო". 15 მაისს დაჯილდოვდნენ კონკურსის გამარჯვებულები, რომლებიც პრემია ,,საბას" ლაურეატების სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა.