ხელშეკრულება სწავლების შესახებ
წინამდებარე ხელშეკრულება განსაზღვრავს და არეგულირებს სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასა (შემდგომში - სკოლა)
და კონკრეტული სასწავლო კურსის მსმენელს (შემდგომში - მსმენელი) შორის ურთიერთობას, სკოლისა და მსმენელის უფლებებსა და ვალდებულებებს.
სწავლებით დაინტერესებული პირის სააპლიკაციო ფორმის განხილვის და შერჩევის შემდგომ, პირი ჩაირიცხება შერჩეულ სასწავლო კურსზე და მას მიენიჭება მსმენელის სტატუსი.
1. ხელშეკრულების საგანი:
ხელშეკრულების საგანია მსმენელის მიერ შერჩეული კურსით გათვალისწინებული სწავლება.
2. იმ პირობის გათვალისწინებით, რომ სკოლა:
2.1. შეუქმნის მსმენელს სწავლისათვის აუცილებელ პირობებს;
2.2. უზრუნველყოფს მსმენელს სასწავლო პროგრამის თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი განათლებისა და უნარ-ჩვევების მიღების შესაძლებლობით;
2.3. უზრუნველყოფს მსმენელის მომზადებას დამტკიცებული სასწავლო პროგრამების მიხედვით;
2.4. უზრუნველყოფს სწავლებას კვალიფიციური ტრენერების მეშვეობით;
2.5. პროგრამის დაძლევის შემთხვევაში მსმენელს გადასცემს შესაბამის სერტიფიკატს.
3. მსმენელი ვალდებულია:
3.1. დაიცვას სწავლის რეჟიმი და დისციპლინა, დაესწროს ყველა მეცადინეობას. გამონაკლის შემთხვევებში (ოჯახური პირობები, ავადმყოფობა და სხვ.)
მეცადინეობის გაცდენის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს პასუხისმგებელ პირს;
3.2. მიიღოს და შეასრულოს ტრენერის მითითებები, რომლებიც მიმართულია სრულფასოვანი და ხარისხიანი სასწავლო პროცესის წარმართვასთან
(მათ შორის კამერის ჩართვა და საგაკვეთილო პროცესის ვიდეოჩანაწერში მონაწილეობა) და წესრიგის დაცვასთან;
3.3. შეასრულოს სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოები და დავალებები;
3.4. სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეობა მიიღოს სკოლის მიერ ორგანიზებულ გამოცდებში.
წინამდებარე ხელშეკრულების 3.1-3.2 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სკოლა იტოვებს უფლებამოსილებას,
მსმენელს ერთჯერადად გამოუცხადოს გაფრთხილება, ხოლო მიმდინარე საგაკვეთილო საათი ჩაუთვალოს გაცდენაში.
3.1-3.2 პუნქტებით გათვალისწინებული დარღვევის სისტემატურად განმეორების შემთხვევაში სკოლა უფლებამოსილია აღარ დაუშვას მსმენელი ონლაინ
გაკვეთილზე და არ გასცეს მასზე პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
4. ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა
ხელშეკრულება შეიძლება ვადამდე შეწყდეს მხარეთა შეთანხმებით ან სასწავლო პროცესის დასრულებამდე მსმენელის ამორიცხვის/გარიცხვის საფუძვლების არსებობის შემთხვევაში.
5. სადავო საკითხების განხილვა
5.1. მხარეთა შორის წამოჭრილი სადავო საკითხები წყდება ურთიერთმოლაპარაკების გზით;
5.2. თუ მოლაპარაკების გზით შეთანხმება არ იქნა მიღწეული, მაშინ ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავის გადასაწყვეტად,
მხარეები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად მიმართავენ საერთო სასამართლოს.
6. სხვა პირობები:
6.1. ხელშეკრულება ძალაში შედის სწავლებით დაინტერესებულ პირისთვის მსმენელის სტატუსის მინიჭების მომენტიდან და მოქმედებს მთელი სასწავლო პერიოდის განმავლობაში;
6.2. სასწავლო პერიოდის ხანგრძლივობა განისაზღვრება შესაბამისი დამტკიცებული პროგრამის მიხედვით.