სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

ვიდეო გალერეა

ესეების კონკურსი „ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა“

: 2019-04-10
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტთან, ახალგაზრდულ ცენტრთან, PITA-სა და ენის ამერიკულ ცენტრთან ერთად ჩაერთო დედაენის დღისადმი მიძღვნილ კვირეულში. დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ჟვანიას სკოლის 10 რეგიონულ სასწავლო ცენტრში ჩატარდა ესეების კონკურსი თემაზე „ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა“. კონკურსში მონაწილეობა მიიღეს ჟვანიას სკოლის სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამაში ჩართულმა ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებმა და თსუ-ს 1+4 პროგრამის სტუდენტებმა. კონკურსის მიზანია საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობა ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში, სახელმწიფო ენის შესწავლისადმი ინტერესის გაზრდა-გაღვივება და მისი პოპულარიზაცია. „დღეს ჩატარდა ესეების კონკურსი „ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა“. კონკურსში მონაწილეობა მიიღო ჟვანიას სკოლის სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის 30-მა მსმენელმა, ასევე, სკოლა აღნიშნული კვირეულის ფარგლებში ატარებს კალიგრაფიის კონკურსს, რომლის გამარჯვებულიც გამოვლინდება 13 აპრილს“ - მაია გოზალიშვილი - ჟვანიას სკოლის სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის კონსულტანტი.