სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

ვიდეო გალერეა

ჟვანიას სკოლის ორგანიზებით კონფერენცია გაიმართა

: 2019-06-10
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით კონფერენცია თემაზე „სახელმწიფო ენა სამოქალაქო ინტეგრაციისა და ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის საქართველოში“ გაიმართა. კონფერენცია საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა. კონფერენციის ფარგლებში, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას, სახელმწიფო მინისტრის აპარატს,სახელმწიფო ენის დეპარტამენტსა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკას შორის ხელი მოეწერა ოთხმხრივი ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიზანიც ეროვნულ უმცირესობებში სახელმწიფო ენის პოპულარიზაციის მიზნით სასწავლო, საგანმანათლებლო და საინფორმაციო პროექტების განხორციელებაა.