სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

ვიდეო გალერეა

10-12 ივნისს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში „სახელმწიფო ენის ელჩებთან“ საორიენტაციო შეხვედრა

: 2022-06-24
10-12 ივნისს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში „სახელმწიფო ენის ელჩებთან“ საორიენტაციო შეხვედრა-ტრენინგი გაიმართა, რომლის მთავარი მიზანიც ახლადჩართული ტრენერებისთვის სკოლის მისიისა და სამომავლო განვითარების სტრატეგიის გაცნობა იყო. 3 დღიანი ტრენინგის ფარგლებში სკოლის წარმომადგენლებმა და პროგრამაში ჩართულმა ტრენერებმა მონაწილეებს სახელმწიფო ენის სწავლების სპეციფიკა და მეთოდოლოგია, არსებული გამოწვევები და მნიშვნელოვანი ნიუანსები გააცნეს. ტრენინგის ფარგლებში მოეწყო გასვლითი ტური ღირსშესანიშნაობების სანახავად: მონაწილეებმა მოინახულეს ბაგრატის ტაძარი ქალაქ-მუზეუმის ტერიტორია. მომავალი ტრენერები სკოლამ ქუთაისის სასწავლო ბაზაზე დააბინავა. მონაწილეების შეფასებით, სამუშაო შეხვედრამ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. ტრენინგის შემდეგ ახალბედა ტრენერები უკვე ჯგუფებთან დაიწყებენ მუშაობას.