EN

გივი მიქანაძემ ჟვანიას სკოლის თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, პირველ მოადგილე ლევან ღირსიაშვილთან ერთად, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა. მინისტრს სკოლის დირექტორმა მარიამ კობიაშვილმა მიმდინარე პროექტებთან და მიღწეული შედეგებთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრის ფარგლებში გივი მიქანაძემ, სახელმწიფო ენის სწავლების უზრუნველყოფის, ეთნიკური უმცირესობების ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობისა და ქართული ენის პოპულარიზაციის მიზნით, სკოლის მიერ განხორციელებული პროგრამების მნიშვნელობაზე ისაუბრა და სამომავლო გეგმები განიხილა. მინისტრმა ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის თანამშრომლებისგან არსებული გამოწვევების შესახებ მოისმინა დეტალური ინფორმაცია და მათი დაძლევის გზებზე იმსჯელა. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო კითხვებზე მიეღოთ ამომწურავი პასუხები და ამასთანავე, დაეფიქსირებინათ თავიანთი მოსაზრებები. შეხვედრას ასევე ესწრებოდა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ურუშაძე.

09 მარტი, 2026 • ვრცლად


მარიამ კობიაშვილმა პროექტის "საქართველოს სტუდენტების ეთნოსთაშორისი ურთიერთობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა" ფარგლებში გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა, მარიამ კობიაშვილმა პროექტის "საქართველოს სტუდენტების ეთნოსთაშორისი ურთიერთობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა" ფარგლებში გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრა ჩატარდა თემაზე - ,,ეთნიკური მრავალფეროვნება საქართველოში - ისტორიული და თანამედროვე რაკურსი“. სიტყვით გამოსვლისას მარიამ კობიაშვილმა ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის მიმართულებით ჟვანიას სკოლის როლზე ისაუბრა. მისი თქმით, სკოლა არა მხოლოდ ასწავლის სახელმწიფო ენას, არამედ მუდმივად ცდილობს ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების საზოგადოებრივ პროცესებში აქტიური ჩართულობის ხელშეწყობას. შეხვედრას სხვადასხვა უნივერსიტეტის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტები ესწრებოდნენ, რომლებმაც თავიანთი ეთნოსისა და საქართველოში მათი ისტორიის შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს. აღნიშნული შეხვედრა ა(ა)იპ „ახალი თაობა პროგრესისთვის“ ორგანიზებითა და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება.

22 იანვარი, 2026 • ვრცლად


სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორად მარიამ კობიაშვილი დაინიშნა.

სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორად მარიამ კობიაშვილი დაინიშნა. ახალი ხელმძღვანელი უწყების თანამშრომლებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა წარუდგინეს. მინისტრმა მარიამ კობიაშვილის საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილებაზე ისაუბრა და მას სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. მარიამ კობიაშვილი, ახალ პოზიციაზე დანიშვნამდე, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ის ასევე გახლდათ დასაქმებული საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში.

20 იანვარი, 2026 • ვრცლად