EN

მარიამ კობიაშვილი და დირექტორის მოადგილე, ლევან ქარუმიძე გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერს დავით კარგარეთელს შეხვდნენ.

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი, მარიამ კობიაშვილი და დირექტორის მოადგილე, ლევან ქარუმიძე გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერს დავით კარგარეთელს შეხვდნენ. შეხვედრის ფარგლებში მარიამ კობიაშვილმა საჯარო მოხელეთა გადამზადების მნიშვნელობაზე ისაუბრა და საჯარო მართვისა და ადმინისტრირების პროგრამაში შემავალი მოთხოვნადი კურსები განიხილა. მისი თქმით, პროგრამა მუდმივად განახლების პროცესშია და შესაბამისობაშია თანამედროვე მოთხოვნებთან. მხარეებმა ასევე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს, რაც გარდაბნის მუნიციპალიტეტში საკადრო დეფიციტის დაძლევას შეუწყობს ხელს.

25 მარტი, 2026 • ვრცლად


მარიამ კობიაშვილი და მისი მოადგილე, ლევან ქარუმიძე სკოლის წარმომადგენლებთან ერთად გარდაბნის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ტრენერებს შეხვდნენ.

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი, მარიამ კობიაშვილი და მისი მოადგილე, ლევან ქარუმიძე სკოლის წარმომადგენლებთან ერთად გარდაბნის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ტრენერებს შეხვდნენ. სამუშაო შეხვედრაზე მარიამ კობიაშვილმა სახელმწიფო ენის სწავლების მიმართულებით დაგეგმილ ცვლილებებსა და დამატებითი დარგობრივი კურსების შემუშავებაზე ისაუბრა, რაც სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას და მსმენელთა თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებას ემსახურება. ტრენერებმა, თავის მხრივ, კოლეგებს საგანმანათლებლო პროცესში არსებული ძირითადი გამოწვევები გააცნეს და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.

25 მარტი, 2026 • ვრცლად


მარიამ კობიაშვილი სკოლის წარმომადგენლებთან ერთად ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერს, ზამურ ჭითანავას და დმანისის მუნიციპალიტეტის მერს, კობა მურადაშვილს შეხვდა.

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი, მარიამ კობიაშვილი სკოლის წარმომადგენლებთან ერთად ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერს, ზამურ ჭითანავას და დმანისის მუნიციპალიტეტის მერს, კობა მურადაშვილს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში სკოლის წარმომადგენლებმა მერებს საჯარო მართვისა და ადმინისტრირების პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს კადრების გადამზადების მნიშვნელობაზე. პროგრამის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის გაძლიერება და რეგიონებში საკადრო დეფიციტის შემცირება. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს, რაც მერიებში დასაქმებული საჯარო მოხელეების გადამზადებასა და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას გულისხმობს.

23 მარტი, 2026 • ვრცლად