EN
თებერვალი 2026
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728

მარიამ კობიაშვილმა პროექტის "საქართველოს სტუდენტების ეთნოსთაშორისი ურთიერთობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა" ფარგლებში გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა, მარიამ კობიაშვილმა პროექტის "საქართველოს სტუდენტების ეთნოსთაშორისი ურთიერთობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა" ფარგლებში გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრა ჩატარდა თემაზე - ,,ეთნიკური მრავალფეროვნება საქართველოში - ისტორიული და თანამედროვე რაკურსი“. სიტყვით გამოსვლისას მარიამ კობიაშვილმა ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის მიმართულებით ჟვანიას სკოლის როლზე ისაუბრა. მისი თქმით, სკოლა არა მხოლოდ ასწავლის სახელმწიფო ენას, არამედ მუდმივად ცდილობს ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების საზოგადოებრივ პროცესებში აქტიური ჩართულობის ხელშეწყობას. შეხვედრას სხვადასხვა უნივერსიტეტის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტები ესწრებოდნენ, რომლებმაც თავიანთი ეთნოსისა და საქართველოში მათი ისტორიის შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს. აღნიშნული შეხვედრა ა(ა)იპ „ახალი თაობა პროგრესისთვის“ ორგანიზებითა და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება.

22 იანვარი, 2026 • ვრცლად


სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორად მარიამ კობიაშვილი დაინიშნა.

სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორად მარიამ კობიაშვილი დაინიშნა. ახალი ხელმძღვანელი უწყების თანამშრომლებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა წარუდგინეს. მინისტრმა მარიამ კობიაშვილის საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილებაზე ისაუბრა და მას სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. მარიამ კობიაშვილი, ახალ პოზიციაზე დანიშვნამდე, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ის ასევე გახლდათ დასაქმებული საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში.

20 იანვარი, 2026 • ვრცლად


ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი, დავით გიორგაძე უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი, დავით გიორგაძე უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში დავით გიორგაძე ლუდოვიკას უნივერსიტეტის სამართალდამცავ საკითხთა ფაკულტეტის დეკანს, გაბორ კოვაჩს შეხვდა. სკოლის დირექტორმა დეკანს ზურაბ ჟვანიას სახე ლობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის საქმიანობა და სამომავლო გეგმები გააცნო. თავის მხრივ, გაბორ კოვაჩმა სკოლასთან პარტნიორობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა და სკოლის მიმდინარე საქმიანობა დადებითად შეაფასა. მხარეებმა საჯარო მართვისა და ადმინისტრირების მიმართულებით ერთობლივი პროექტებისა და სასწავლო პროგრამების განახორციელების პერსპექტივა განიხილეს, რაც საჯარო სექტორში კვალიფიციური კადრების გადამზადებას შეუწყობს ხელს. შეგახსენებთ, რომ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასა და საჯარო მმართველობის ლუდოვიკას უნივერსიტეტს შორის 2024 წელს ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

05 იანვარი, 2026 • ვრცლად


საკონტაქტო ინფორმაცია


ნებისმიერ კითხვასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ტელეფონის ნომერზე: (+431) 232600

0186 თბილისი - კიბერნეტიკის ინსტიტუტი, მერვე სართული
ზურაბ ანჯაფარიძის I შესახვევი, N6
ელ-ფოსტა:  zspa@zspa.ge
ტელ: (032) 2 200220 

0700 ახალქალაქი 
33, თამარ მეფის ქუჩა
ელ-ფოსტა: m.narimanishvili@zspa.ge
ტელ: (0362) 22-34-38

0800 სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი,
113 რუსთაველის ქუჩა,
ელ.ფოსტა: m.babluani@zspa.ge,
ტელ: 591 41 12 75
0900 ახმეტა – ააიპ სკოლის გარეშე სპორტული დაწესებულება, ქალაქ ახმეტის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლა ბახტრიონი
2, თუშეთის ქუჩა
ელ ფოსტა: j.kotorashvili@zspa.ge
ტელ: 568693084

1100 ბოლნისი
106, სულხან–საბას ქუჩა,
ელ-ფოსტა: n.chakvetadze@zspa.ge
ტელ: 577378237

1300 გარდაბანი
2, სადგურის ქუჩა,
ელ-ფოსტა: t.mandzulashvili@zspa.ge
ტელ: 599851978

დმანისი 1700
1, თავისუფლების ხეივანი,
ელ-ფოსტა: l.sikhuashvili@zspa.ge
ტელ: (0360) 22-17-00

2700 ლაგოდეხისოფელი შრომა
საზოგადოებრივი კოლეჯი ,,აისი"
ელ ფოსტა: n.bregvadze@zspa.ge
ტელ:   577659879

 





3400 ნინოწმინდა
9, ტერიანის ქუჩა
ელ-ფოსტა: e.qspoian@zspa.ge
ტელ: (0361) 22 00 68

3800 ლამბალო
11, ლამბალოს ქუჩა,
ელ-ფოსტა: e.patarkatsishvili@zspa.ge
ტელ: 577640104

5300 წალკა 
22, არისტოტელეს ქუჩა,
ელ-ფოსტა: n.jmukhadze@zspa.ge
ტელ: (0363) 22-11-98